ირაკლი კობახიძე: „ჩვენ მხარს დავუჭერთ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ადამიანის წინააღმდეგ სახელმწიფოსა და ხელისუფლების შეთქმულებას გამორიცხავს“
30-01-2018, 15:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„თუ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ისეთი პაკეტი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში აბსოლუტური ფორმით თავიდან აგვაცილებს იმას, რაც მოხდა გირგვლიანის მიმართ, ამ შემთხვევაში, მე ასეთ პაკეტს მხარს დავუჭერ“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში ე.წ. გირგვლიანის შესწორებების ინიციატივით გამოდის.

 

 

„გირგვლიანის მკვლელობა და გირგვლიანის საქმე არის თითოეული ჩვენგანის ტკივილი. მე, სამწუხაროდ, არ ვიცნობ იმ ინიციატივას, რომელიც გაჟღერდა ჩემი კოლეგების მიერ.

 

 

საბჭოთა გადმონაშთი იყო ის შეთქმულება, რომელიც მოაწყო წინა ხელისუფლებამ გირგვლიანის წინააღმდეგ და საბჭოთა გადმონაშთი არის ის, რასაც აკეთებენ ამ შეთქმულებისთვის ხელის დასაფარებლად. ეს არის ნამდვილად საბჭოთა გადმონაშთი.... ვუსმინე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას ცოტა ხნის წინ. ეს გამოსვლა დაემთხვა გირგვლიანის მკვლელობის 12 წლისთავს და მან ძალიან ამაყად ისაუბრა იმის თაობაზე, რომ ის არის მართალი ამ საქმეში. ამის, ასე ვთქვათ, წაქეზება დაემთხვა იმ ყველაფერს, რაც ვიხილეთ ჩვენ მანამდე, როდესაც საუბარი იყო შეწყალების გამო მიხეილ სააკაშვილის დასჯის დაუშვებლობაზე. ეს იყო ამის საფუძველი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ის, რაც მოხდა თავის დროზე გირგვლიანის წინააღმდეგ, ეს იყო ხელისუფლების ძალიან მძიმე დანაშაული, ეს იყო შეთქმულება ერთი ადამიანის წინააღმდეგ და ამ შეთქმულებისთვის ხელის დაფარება არ არგებს არავის“, განუცხადა ირაკლი კობახიძემ მედიის წარმომადგენლებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი