ირაკლი კობახიძე: მოხარული ვარ, რომ დღეს NDI-ის ოფისის ხელმძღვანელმა თავისი გამონათქვამი შეასწორა
30-01-2018, 16:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლორა თორნტონისა და მის საპასუხოდ, პარლამენტის წევრის, ირაკლი მეზურნიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

 


„მოხარული ვარ, რომ დღეს NDI-ის ოფისის ხელმძღვანელმა თავისი გამონათქვამი შეასწორა. მადლობას გადავუხდი ირაკლი მეზურნიშვილს იმისთვის, რომ მან პრობლემაზე ყურადღება გაამახვილა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ჩვენგანი იდგეს ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე. ასევე, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ინტერესების სადარაჯოზე. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვუხდი ირაკლი მეზურნიშვილს მადლობას“, განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლორა თორნტონმა რამდენიმე დღის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს რუკაზეც კი ვერ მოძებნის.

 

 

აღნიშნულის გამო, თორნტონმა ბოდიში მოიხადა.

 

 

„კომენტარი გავაკეთე ჩემს პირად გვერდზე სოციალურ მედიაში, რომელიც შეიძლება ინტერპრეტირებული იყოს, როგორც არასამართლიანი საქართველოსთვის ან საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებისთვის. ბოდიშს ვიხდი ამისთვის, ეს არ ყოფილა ჩემი მიზანი. მე მჯერა მტკიცე ურთიერთობების, რომელიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე. NDI-ის ოფისი იმ სამუშაოს ერთგულია, რომელსაც საქართველოში ასრულებს“, დაწერა ლორა თორნტონმა სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი