ირაკლი კობახიძე: „ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური ამოცანა არის ნატოში გაწევრიანება“
30-01-2018, 20:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე და ეროვნული ინტერესების შესაბამისად წარვმართავთ“, ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე Heritage Foundation-ის ანგარიშს.

 

 

„ჩვენი მთავარი ამოცანა, საგარეო პოლიტიკური ამოცანა არის ნატოში გაწევრიანება, ასევე, ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ ამ პროცესს წარვმართავთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე და ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად. ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო პოლიტიკა, რომელსაც ვაწარმოებთ და სწორედ ამ მკაფიო ხედვის საფუძველზე გაგრძელდება ჩვენი პოლიტიკური მუშაობა“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

მისივე თქმით, ხელისუფლების პოლიტიკის წყალობით, ქვეყანაში სტაბილურობის მაღალი დონეა შენარჩუნებული.

 

 

„ქვეყანას აქვს ძალიან მკაფიო ხედვა და ამ მკაფიო ხედვის საფუძველზე ვახერხებთ მუდმივ წინსვლას ევროკავშირის მიმართულებით და ასევე, ვახერხებთ ქვეყანაში სტაბილურობის მაღალი დონის შენარჩუნებას. ეს არის ჩვენი საერთო საგარეო პოლიტიკის მთავარი მიღწევა და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ სვლას. ჩვენი პოლიტიკის წყალობით, შეიცვალა ვითარება, რომელიც გვქონდა წინა ხელისუფლების პირობებში, ამას ღიად ვიტყვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ამ პოლიტიკის წყალობით ჩვენ მივაღწიეთ სტაბილურობის ძალიან მაღალ ხარისხს“, განაცხადა კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი