გიორგი გახარია: 14 წლამდე ბავშვები, რომლებიც დანაშაულს ჩადიან, სახელმწიფოს ყურადღების მიღმა დარჩნენ
31-01-2018, 19:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე საუბრისას განაცხადა, რომ 14 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც დანაშაულს ჩადიან, სახელმწიფოს ყურადღების მიღმა აღმოჩნდნენ.

 

 

„პრობლემაა, რომ 14 ასაკის ბავშვები სამწუხაროდ, იურიდიული ჩარჩოს მიღმა აღმოჩნდნენ. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ვერც ერთ შემთხვევაში ასაკის ჩამოწევაზე საუბარი ვერ იქნება და არ იქნება. ეს ერთმნიშვნელოვანი პოზიციაა. თუმცა, შემდეგი რამ უნდა გავითვალისწინოთ, – როდესაც ასაკმა აიწია, რეფერირების სისტემა ყურადღების გარეშე დარჩა და შესაბამისად, 14 წლამდე ბავშვები, რომლებიც დანაშაულს ჩადიან სახელმწიფოს ყურადღების მიღმა დარჩნენ. დღეს ეს მარტო სამართალდამცველების და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრობლემა არ არის. აქ ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობა ძალზე მნიშვნელოვანია, რამეთუ ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია ერთმნიშვნელოვნად წამყვანი როლის და ფუნქციის მატარებელია. ისევე როგორც განათლების სამინისტრო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა”, განაცხადა შს მინისტრმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ რეფერირების კომისია, რომელიც შექმნილია და არსებობს, ფაქტობრივად ამ უყურადღებობის გამო უფუნქციოდ არის დატოვებული, ისევე როგორც სპეციალური დაწესებულება, რომელიც სამტრედიაშია.

 

კომენტარები: 1
#1   ლიკა ბებურიძე
      
მოგესალმებით ბ-ნო მინისტრო.
მართალი ბრძანდებით და დროა ორგანიზაციები რომლებიც ვმუშაობთ ამ ფაქიზ და მნიშვნელოვან თემებზე ბავშების დახმარება ფსიქოლოგების სერვისის ფუნქცია უნდა აქტიური გახდეს და ყველა მოზარდს მიუწვდებოდეს ხელი, სახელმწიფოსგან დაფინანსებულ პროგრამაში ჩართულობის!
ასევე უნდა ვიმუშაოთ მიზეზებზე და პრევენციაზე!
ჩვენ ამ თემაზე აქტიურად ვმუშაობთ
7 წელია და მზად ვართ ჩავერთოთ პროექტში!
ერის გენოფონდი უმძიმეს ყოფაშია..დამშეული, დარდიანი, გაყინული, უმუშევარი მშობლებით , არაჯანსაღი გარემო, ნერვიული მასწალებლები ... და თავმოყვარეობა შელახული მოზარდი არაადექვატიური ხდება !
ს/ტ:597173327.
გელით !
31 იანვარი 2018 11:29
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი