ირაკლი ღარიბაშვილი: „იმ მიღწევებზე დაყრდნობით რაც უკვე გვაქვს, ჩვენ დავუახლოვდებით გზას ნატოსკენ“
05-02-2014, 18:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრისას საქართველოს ავღანეთის მისიაში მონაწილეობა, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და სამხედრო ალიანსთან დაახლოების საკითხები განიხილა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის შემდეგ რასმუსენთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

 

"ჩვენ განვიხილეთ ჩვენი მისიის საქმიანობა ავღანეთში, სადაც საქართველო არის ნომერ პირველი კონტრიბუტორი ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მისიაში მონაწილეობას, რადგან საქართველოს აქვს სურვილი და შესაძლებლობა იყოს ევროატლანტიკური უსაფრთხოების მონაწილე. ჩვენ განვაგრძობთ სხვა 14 ქვეყნის მისიასთან ერთად ავღანეთში მსახურებას. ვისაუბრეთ რეფორმების შესახებ და საქართველო ნატოს ურთიერთობის განვითარებაზე. საქართველო განაგრძობს მისწრაფებას ნატოს წევრობისკენ, ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. ევროატლანტიკური მისწრაფება მხარდაჭერილია საქართველოს მოსახლეობის უმეტესობის მიერ",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა არ იშურებს ძალას რომ განაგრძოს რეფორმები, რომელიც საქართველოს ნატოსთან დაახლოებს. "საგზაო რუკა, ისევე როგორც სხვა ინსტრუმენტები დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იმ მიღწევებზე დაყრდნობით რაც უკვე გვაქვს, ჩვენ დავუახლოვდებით გზას ნატოსკენ",- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

 

 

 

 

 

http://kvira.ge/?p=6682 

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი