დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილეს შეხვდა
02-02-2018, 10:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილეს ელიზაბეტ რუდს შეხვდა.

 

 

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და 2017 წელს განხორციელებული ძირითადი აქტივობები.

 

 

„საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებას და ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერის მნიშვნელობას საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში არსებული ჰუმანიტარული და უსაფრთხოების გარემოს სათანადოდ ასახვის მიზნით.

 

 

აღინიშნა, რომ მიმდინარე წელსაც ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაღრმავდეს კოორდინირებული თანამშრომლობა ყველა პრიორიტეტულ სფეროში, მათ შორის ქარტიით გათვალისწინებული ოთხივე მიმართულებით. ამ კონტექსტში, მხარეებმა ხაზი გაუსვეს წლის განმავლობაში მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებისა და ვიზიტების ორგანიზების მნიშვნელობას", აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი