გიორგი მარგველაშვილი: ეტყობა, ჩამოყალიბდა პოზიცია, რომ შავი პიარი უნდა ვაწარმოოთ მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ - ამ დაბნეულ შავ პიარს სერიოზულად არ აღვიქვამ
02-02-2018, 15:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ შეწყალების საკითხზე მის ინიციატივასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წევრების გამოხმაურება და განცხადებები, რომ ახალი ინიციატივით პრეზიდენტმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო, „ქართული ოცნების" მიერ მის წინააღმდეგ „დაბნეული შავი პიარია".

 

 

ამ თემაზე პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენციაში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

 

 

როგორ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ „დაბნეულ შავი პიარს" სერიოზულად არ აღიქვამს.

 

 

„ეს შეფასებები დაბნეულობის შთაბეჭდილებას ტოვებს, მე ვხედავ მთელ ტალღებს, არა მარტო შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით, ჩვენ ვნახეთ შავი პიარის ტალღა შეწყალებასთან დაკავშირებით, შავი პიარის ტალღა ე.წ. სააკაშვილთან გარიგების ნაწილში. ყოველ დღე ვხედავთ წარუმატებელი შავი პიარის ინიციატივებს, რომელიც, ჩემი აზრით, უკავშირდება იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი, რომელიც ფაქტობრივად, 4 წლის განმავლობაში საპრეზიდენტო ინსტიტუტს ებრძოდა და ცდილობდა საპრეზიდენტო ინსტიტუტის დემონტაჟს. ამ პოლიტიკურ გუნდს ვერ ვხედავ, რომ ჰქონდეს ჩამოყალიბებული თავისი შეხედულება საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, ვერ ჩამოყალიბდნენ. ამავე ფონზე, ეტყობა, ჩამოყალიბდა პოზიცია, რომ შავი პიარი უნდა ვაწარმოოთ მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ. და ყოველ დღე ჩვენ გვესმის ასეთი წარუმატებელი ტალღები.... მე სიმართლე გითხრათ, ამ დაბნეულ შავ პიარს სერიოზულად არ აღვიქვამ, არა მგონია, რომ ეს ვინმეზე მოქმედებდეს", განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი