საქართველოს მთავრობა ტყით სარგებლობის წესებს ამკაცრებს
02-02-2018, 16:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტში, მთავრობის დამტკიცებამდე მე განვაცხადე, რომ ჩვენ უკომპრომისო ბრძოლას ვიწყებთ ტყით უკანონო სარგებლობის წინააღმდეგ და ლევან დავითაშვილმა მოამზადა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც მნიშვნელოვანწილად აწესრიგებს და ამკაცრებს ტყის გამოყენების წესებს და ორგანიზებული ტყითსარგებლობის განვითარებას ნერგავს ჩვენს ქვეყანაში, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

 


როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ახალი წესები უზრუნველყოფს ტყისთვის მიყენებული ზიანის შემცირებას, ხელს უწყობს ქვეყანაში მდგრადი ტყის განვითარების პროცესს, დააზღვევს უსაფრთხოების წესების დარღვევით გამოწვეული უბედური შემთხვევების რისკს და მნიშვნელოვანწილად შეამცირებს ტყით უკანონო სარგებლობის შემთხვევებს.

 

 

„მხოლოდ და მხოლოდ ერთი სამინისტრო ამ საკითხში ვერ იქნება წარმატებული და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა და შემდეგ ყველა ძალოვანი უწყების კოორდინირებული მუშაობა იქნება აუცილებელი იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანაში ტყით უკანონო სარგებლობას ბოლო მოვუღოთ.

 

 

მნიშვნელოვანია, რომ მარტივდება და ხელმისაწვდომი ხდება ტყეში არსებული ნარჩენით სარგებლობა. ტყიდან ხე-ტყის ნარჩენების ათვისება და გამოტანა დასაშვები იქნება მყარი ბიოსაწვავის - ბრიკეტების, პელეტების და სხვათა წარმოების მიზნით. ეს ხელს შეუწყობს ტყეების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებას, ჩახერგილობის პრობლემას მოაგვარებს და ხანძრის პრევენციისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.

 

 

ძალიან ბევრი მუნიციპალიტეტი უკვე იწყებს გადასვლას ტყის ნარჩენებისგან დამზადებული ბიოსაწვავით სარგებლობაზე, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა განხორციელდეს. ეს მნიშვნელოვანწილად დაზოგავს ტყის ჯანსაღ რესურსს ქვეყანაში და ტყის აღდგენას შეუწყობს ხელს.

 

 

ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რათა ის ზიანი, რომელიც გასულ წლებში მიიღო ჩვენმა ქვეყანამ, ზოგჯერ ავბედობით, ზოგჯერ დანაშაულებრივი ქმედებებით, გამოვასწოროთ და ჩვენს მომავალ თაობებს არ დავუტოვოთ ეს მემკვიდრეობა.

 

 

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ აღარ მოხდება სოციალური ჭრის ფარგლებში პირველი ხარისხის, ანუ სამასალედ გამოსაყენებელი ხე-ტყის გაცემა პირდაპირ ტყიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საშეშე რესურსის დამზადებასაც უზრუნველყოფს სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო დაა საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის აღნიშნული რესურსი ხელმისაწვდომი იქნება პირდაპირი მიყიდვის გზით.

 

 

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ცვლილებები ამ ეტაპზე არ ეხება მოსახლეობის შეშით მომარაგების არსებულ მექანიზმს.

 

 

მინდა ყველა თქვენგანს ვთხოვო, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ვინაიდან ამ ჩართულობის გარეშე შეუძლებელი იქნება ნებისმიერ წარმატებაზე საუბარი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს მიერ გასაკეთებელი საქმე.

 

 

სამწუხაროდ, ისიც მინდა ვთქვა, რომ ძალიან ხშირად ეს ვერ მოხდება ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა ადამიანის ჩართულობის გარეშე.

 

 

ამ სფეროში ჩართული ადამიანების ინოვაციური ფანტაზიები უსაზღვროა. ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - ბენზინმზიდებში ჩაწყობილი მასალა, სასწრაფო დახმარების მანქანებში უკანონოდ ჩაწყობილი მასალა, ვითომ მომაკვდავი პაციენტი გადაჰყავთ და ა.შ. ამ ადამიანების ამორალურობას და წარმოსახვას ზღვარი არ აქვს და ჩვენ ვიქნებით დაუნდობელი. ყველა მათგანს მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე და ამას, დამერწმუნეთ, ვერაფერი შეცვლის, რადგან სამინისტროს და ძალოვან უწყებებს აქვთ უმაღლესი დონის მხარდაჭერა, რომ ეს ქმედებები განახორციელონ", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი