უზენაესმა სასამართლომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
02-02-2018, 19:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უზენაესმა სასამართლომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. ამის შესახებ მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

 

 

„საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ე.წ. „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე მსჯავრდებულების ი.ფ.-ს, გ.ც.-ს, კ.ნ.-ს და ლ.ბ.-ს ადვოკატების საჩივარი დაუშვებლად სცნო და ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენი.

 


სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის 2 მაისს, ე.წ „კორტების სპეცოპერაციისას“ მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმეზე მსჯავრდებულმა პირებმა ჩაიდინეს ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რაც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ასევე მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა და განზრახ უკანონო დაკავება.

 


კერძოდ: შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ი.ფ. დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ისეთი საშუალებით, რაც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 25,109-ე მუხლის „ა“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით და სასჯელად დაენიშნა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 12 წელი. ამავე განაჩენით ი.ფ. გამართლდა მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში.

 


შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გ.ც. დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 109-ე მუხლის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებით და სასჯელად დაენიშნა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 12 წელი.

 


ამავე განაჩენით გ.ც. გამართლდა მტკიცებულებათა ფალსიფიკაციასა და განზრახ მკვლელობის ერთ-ერთ მაკვალიფიცირებელ გარემოებაში (მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას).

 


შსს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კ.ნ. დამნაშავედ იქნა ცნობილი ძალადობით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სასჯელად დაენიშნა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 6 წელი.

 


შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლ.ბ. დამნაშავედ იქნა ცნობილი მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 369-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელად დაენიშნა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 3 წელი.

 


შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი გ.კ. დამნაშავედ იქნა ცნობილი განზრახ უკანონო დაკავებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 147-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად დაენიშნა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა", ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი