ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა
03-02-2018, 13:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 3-10 თებერვალს ვიზიტად ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძე შეხვედრებს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ პოლ რაიანთან, კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე ტედ პოსთან, თანათავმჯდომარე ჯერი კონოლისთან, წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თავმჯდომარე პიტერ როსკამთან და წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ხელმძღვანელებთან გამართავს.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდება კონგრესისა და სენატის წევრებს, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს.

 

 

შეხვედრები გაიმართება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტ კენ ვოლაკთან, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტ დენიელ ტვინინგთან, „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) პრეზიდენტ უილიამ სვინისთან, ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტ დეიმონ ვილსონთან და აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდის წამყვან ექსპერტებთან.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავს.

 

 

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე კარნეგის მშვიდობის ფონდის მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

 

 

„დაგეგმილია ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება. შეხვედრებს გავმართავ ჩვენს კოლეგებთან კონგრესში და სენატში, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე სხვადასხვა ამერიკული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოში დემოკრატიულ განვითარებას“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილ ვიზიტზე საუბრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი