აშშ-ს ტეხასის შტატში ბაიკერებს შორის მომხდარი ორმხრივი სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაიჭრა. Fox News-ის ცნობით, სროლა ბაიკერების ორმა დაპირისპირებულმა დაჯგუფებამ რესტორან “ტვინ პიქსის“ სიახლოვეს მოაწყო.
პოლიციის ინფორმაციით, ჩხუბი თავდაპირველად რესტორნის შიგნით დაიწყო, ხოლო შემდეგ დაპირისპირებულმა მხარეებმა დანები და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. დაშავებულთა შორის პოლიციის თანამშრომლები არ არიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.