პროკურატურა 35-ე სკოლის მოსწავლეების დაჭრაში ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
03-02-2018, 17:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავარი პროკურატურა 35-ე სკოლის მოსწავლეების დაჭრაში ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

 

„თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ არასრულწლოვან ა.ნ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 


საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინა, რომ 2018 წლის 31 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირ N16-თან მდებარე ე.წ. ,,წითელ ბაღში’’, ქ. თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეები ა. ნ., ლ. ხ. და ბ. ა. სასწავლო წლის ბოლოს გასამართ სკოლის ბანკეტთან დაკავშირებით სასაუბროდ შეხვდნენ ქ. თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეს, მათ კლასელს ნ.მ.-ს და ყოფილ პარალელურ კლასელებს, ამჟამად ქ. თბილისის 35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ნ.ც.-ს, ი.ც.-ს და ლ.ხ.-ს. საუბრისას მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც არასრულწლოვანმა ა.ნ.-მ მკვლელობის განზრახვით, დანით ასევე არასრულწლოვნებს ნ.ც.-სა და ი.ც.-ს მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები.

 


სამართალდამცველებმა ა.ნ. 2018 წლის 1 თებერვალს თბილისში დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი