პარლამენტის ნდობის ჯგუფი თავდაცვისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების ანგარიშს გაეცნო
03-02-2018, 17:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის ნდობის ჯგუფი თავდაცვისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების ანგარიშს გაეცნო.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა და უწყების სხვა პასუხისმგებელმა პირებმა ნდობის ჯგუფის წევრებს აღნიშნული სამინისტროების 2015-16 წლების ფინანსური საქმიანობა გააცნო.

 

 

ნდობის ჯგუფის სხდომის დასრულების შემდეგ, სხდომაზე განხილულ საკითხებზე კომენტარები გაკეთდა.

 

 

„ნდობის ჯგუფის სხდომაზე განხილვა შეეხებოდა შესყიდვების და ფინანსურ ნაწილს, რომელთაც გრიფით საიდუმლო ადევთ. დანარჩენ ნაწილში დასკვნები საჯაროა და გამოქვეყნებულია. შეხვედრა იყო ძალიან პროდუქტიული და ყველა საკითხზე ნდობის ჯგუფის წევრებთან კონსტრუქციული განხილვა შედგა. შევთანხმდით, რომ შეხვედრებს სისტემური ხასიათი მიეცემა და განვიხილავთ ყველა რეკომენდაციას, რომელსაც აუდიტის სამსახური ნებისმიერი შემოწმების მიმართულებით შედეგობრივად დებს. აქ მნიშვნელოვანია, რომ აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების მაჩვენებელი გაიზარდოს და ამ პროცესში პარლამენტს განსაკუთრებული როლი აკისრია“, განაცხადა გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა.

 

 

„ჩვენ დღეს ნდობის ჯგუფის ფორმატში მოვისმინეთ თავდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების საიდუმლო შესყიდვების აუდიტის სამსახურის ანალიზი და ეს მონაცემები შედარებითი კვლევის ანალიზს ეყრდნობა, რაც ახალ მიდგომას წარმოადგენს. რაც შეეხება თავად ანალიზს - უდაოდ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი და დადებითი სურათი 2013 წელთან შედარებით. ის პრობლემები, დარღვევები და ხარვეზები, რომლებზეც აუდიტის სამსახური წერდა 2013 წლამდე პერიოდში, დღეს აღმოფხვრილია და რეკომენდაციების შესრულების კუთხით დადებითი დინამიკაა. არცერთ შესყიდვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ფორმალური შემადგენლობაც კი არ იკვეთება. მთლიანობაში საინტერესო დისკუსია გავმართეთ, იმისთვის რომ დაგვენახა ამ დადებითი ტენდენციის უფრო ღრმა შინაარსი“, აღნიშნა ნდობის ჯგუფის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.

 

 

თავდაცვისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების ფინანსური საქმიანობის და შესყიდვების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა შეაფასა ნდობის ჯგუფის წევრმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.

 

 

მისი განცხადებით, ზედამხედველობის და კონტროლის ეფექტიანობის შემოწმების თვალსაზრისით, აუდიტის სამსახურს მნიშვნელოვანი და საინტერესო სამუშაო აქვს შესრულებული.

 

 

„ჩვენ მივესალმებით ამ ინსტიტუტის როლის გააქტიურებას. რაც შეეხება სამინისტროებთან დაკავშირებულ დასკვნებს - აღვნიშნავ, რომ ორივე მინისტრის პირობებში ადმინისტრირების გაუმჯობესების ტენდენციაა. ის ხარვეზები, რომელთა მოცულობაც შემცირებულია, უკვე დარეგულირების პროცესშია. ეს არის ძირითადად ადმინისტრაციული საკითხები, რომლებზეც ნდობის ჯგუფი და პარლამენტი შესაბამის რეკომენდაციებს დაამუშავებს და მათი შესრულების პროცესს გააკონტროლებს“, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

ნდობის ჯგუფის სხდომაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა. ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისას, აუდიტის სამსახურის როლს შეეხო და უწყების მიერ მომზადებული დასკვნები შეაფასა.

 

 

„პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს აუდიტის სამსახურის ეფექტური მუშაობა და ის გეგმები, რაც ამ სამსახურს გააჩნია. აუდიტის სამსახური საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისთვის ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტია და ამ მხრივ, ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. რაც შეეხება წარმოდგენილ დასკვნებს - აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელებიც ადასტურებენ, რომ მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული ზოგადად სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფის კუთხით. პროგრესია როგორც ადმინისტრირების მიმართულებით, ასევე დარღვევების კლების ტენდენციების თვალსაზრისით და ეს ჩვენ, რა თქმა უნდა, გვახარებს. რეკომენდაციების ნაწილში ჩვენი ერთობლივი მუშაობა გრძელდება. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული გარკვეული ადმინისტრაციული ხარვეზები მოდის და თუმცა ამ მხრივაც, აქაც შეინიშნება გამოსწორების ტენდენციები“, განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი