პარლამენტი შრომის უსაფრთხოების საკითხზე, შესაბამისი მექანიზმების შემუშავების მიზნით, გამჭვირვალე და ფართო სადისკუსიო ფორმატის შექმნას გეგმავს
05-02-2018, 10:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შრომის უსაფრთხოებისა და ზოგადად, შრომითი უფლებების დაცვის საკითხების განხილვისა და შესაბამისი მექანიზმების შემუშავების მიზნით, საქართველოს პარლამენტი გეგმავს შექმნას გამჭვირვალე და ფართო სადისკუსიო ფორმატი, რომელშიც ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეცემა მონაწილეობის შესაძლებლობა, ამის შესახებ ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში.

 

 

ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დამკვიდრება მიმართული უნდა იყოს, ერთი მხრივ, დასაქმებულთა უფლებების, ხოლო, მეორე მხრივ, დამსაქმებელთა ინტერესების დაცვისკენ.

 

 

„საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების დაცვის შესახებ. ეს არის შრომითი საქმიანობის ის სფეროები, სადაც მდგომარეობა კრიტიკულია და სახელმწიფოს დაუყოვნებლივ ჩარევას საჭიროებს.

 

 

შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დამკვიდრება, მის დაცვაზე მუდმივი დაკვირვება და სტანდარტების შემდგომი სრულყოფა არის ჩვენი საერთაშორისო ვალდებულება, რომელიც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აიღო. ამასთან, ეს ვალდებულება აისახა საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაშიც, რომლითაც მკვიდრდება შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის ახალი, გაცილებით მაღალი სტანდარტი.

 

 

აქედან გამომდინარე, შრომის უსაფრთხოებისა და ზოგადად, შრომითი უფლებების დაცვის საკითხების განხილვისა და შესაბამისი მექანიზმების შემუშავების მიზნით, საქართველოს პარლამენტი გეგმავს შექმნას გამჭვირვალე და ფართო სადისკუსიო ფორმატი, რომელშიც ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეცემა მონაწილეობის შესაძლებლობა. შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დამკვიდრება მიმართული უნდა იყოს, ერთი მხრივ, დასაქმებულთა უფლებების, ხოლო, მეორე მხრივ, დამსაქმებელთა ინტერესების დაცვისკენ.

 

 

ამდენად, მნიშვნელოვანია ,დამსაქმებლებიც იყვნენ ჩართული შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების შემუშავების პროცესში.

 

 

ჯანსაღი ეკონომიკური და სოციალური გარემოსთვის, საჭიროა უზრუნველვყოთ ჰარმონიული ურთიერთობა დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის, რაც გაზრდის შრომის პროდუქტიულობას, ხელს შეუწყობს კომპანიების გაძლიერებას და ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას", ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი