„ქართული მარში“ მოითხოვს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავში სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 პუნქტში შევიდეს ცვლილებები და დანამატები და ნარკორეალიზატორისთვის სასჯელი განისაზღვროს უვადო პატიმრობით, ნაცვლად დღეს არსებული სასჯელისა, რომელიც 6-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ ლიდერებმა ამის შესახებ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადეს.
ნარკოპოლიტიკის შესახებ მედიასთან გაჟღერებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შემდეგ „ქართული მარშის“ ლიდერები ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მივიდნენ და პარლამენტისაგან ზემოთხსენებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.