გიორგი კვირიკაშვილი: იმედის თვალით შევყურებთ შემდგომ ნაბიჯებს ევროკავშირთან საქართველოს სექტორული ინტეგრაციის გაღრმავების და ევროკავშირის ნორმებთან, სტრატეგიებსა და პრაქტიკასთან დაახლოების კუთხით
05-02-2018, 16:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ ვახორციელებთ ასოცირების ხელშეკრულებას და თანამშრომლობის თითქმის ყველა სფეროში ვუახლოვდებით ევროკავშირის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ სტანდარტებს, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ფედერიკა მოგერინისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 


მისი თქმით, „ნოემბერში მივიღეთ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ამბიციური დღის წესრიგი პრიორიტეტების გრძელი სიით, რომელიც 2020 წლის ჩათვლით პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებას უზრუნველყოფს".

 


„საქართველო ახორციელებს ეტაპობრივ ინტეგრაციას ევროკავშირის შიდა ბაზარზე. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელებამ საქართველოში ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესებს მისცა ახალი შესაძლებლობები. დღეს ევროკავშირი არის ჩვენი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი. ჩვენ ვახორციელებთ ევროკავშირში ჩვენი ექსპორტის დივერსიფიკაციას, რომელიც ასევე იზრდება: შარშან კომისიამ აგვინთო მწვანე შუქი ქართული თაფლისა და შავი ზღვის თევზისა და თევზპროდუქტების ექსპორტზე ევროკავშირის ბაზარზე.

 

 

ჩვენ ვავითარებთ ჩვენი ინსტიტუტების თავსებადობას ევროკავშირის სტანდარტებთან და ვამკვიდრებთ ევროპულ პრაქტიკას სხვადასხვა სფეროში ევროკავშირის უწყებებსა და პროგრამებში ინტეგრაციის გზით. საქართველოს აკრედიტაციის ცენტრის გაწევრიანება ევროპული აკრედიტაციის თანამშრომლობაში არის ევროკავშირთან ურთიერთქმედების მიღწევის კარგი მაგალითი. ამ ტენდენციას ჩვენ კიდევ უფრო განვავითარებთ.

 

 

ჩვენ ეტაპობრივად ვაღრმავებთ სექტორულ თანამშრომლობას, რომელიც აღინიშნა საქართველოს შესვლით ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში.

 


ჩვენ ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს ევროპის საგანმანათლებლო და კულტურულ სივრცეში ინტეგრაციის მისაღწევად. თბილისში შეიქმნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა, რომელიც სექტემბერში კარს გაუღებს სტუდენტებს ექვსივე პარტნიორი ქვეყნიდან.

 

 

მადლობას მოვახსენებთ ევროკავშირს ჩვენი ტრანსფორმაციის პროცესში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. ჩვენ ვაფასებთ დახმარების ახალ პაკეტს, რომლის ფარგლებშიც 2017-2020 წლებში საქართველოში რეფორმების განსახორციელებლად გამოყოფილია 450 მილიონი ევრო. ჩვენ მადლობელნი ვართ, ENPARD-ის მე-3 ფაზის ფარგლებში 77,5 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებისთვის. ამ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც დღესაც ენიჭება არსებითი მნიშვნელობა სოფლის განვითარების კუთხით, ხდება თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიების და „ნოუ-ჰაუს“ გაზიარება სოფლის მეურნეობის სექტორში.

 

 

ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ შემდგომ ნაბიჯებს ევროკავშირთან საქართველოს სექტორული ინტეგრაციის გაღრმავების და ევროკავშირის ნორმებთან, სტრატეგიებსა და პრაქტიკასთან დაახლოების კუთხით.

 


ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

 

 

ევროკავშირის აქტიურ მხარდაჭერას, რომელიც გამოიხატება სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის გაგრძელებაში, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში შუამავლის როლსა და არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკის მეშვეობით გაწეულ მხარდაჭერაში, წვლილი შეაქვს ადგილზე სტაბილურობის შენარჩუნებაში.

 

 

თავის მხრივ, საქართველო არის ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორი და ერთგული მოკავშირე უსაფრთხოების სფეროში, რომელიც მზად არის, უდიდესი წვლილი შეიტანოს მთელს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში. ჩვენ ვაგრძელებთ მონაწილეობას ევროკავშირის მისიებში და ოქტომბერში გაიმართა ევროკავშირი-საქართველოს სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგის პირველი შეხვედრა.

 

 

და ბოლოს, მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ერთად შევქმენით კიდევ უფრო მტკიცე ურთიერთობების მყარი საფუძველი, რომელიც იძლევა მომავალში ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავების დიდ იმედს.

 

 

ჩვენ მზად ვართ და გვაქვს დიდი მოტივაცია, სრულად გამოვიყენოთ არსებული სამუშაო ჩარჩოების პოტენციალი და, ამავე დროს, მოვსინჯოთ თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები, რათა მივაღწიოთ ევროკავშირთან ინტეგრაციის მაქსიმალურად მაღალ დონეს. ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ ვმუშაობთ ამბიციურ გზამკვლევზე, რომელშიც დასახული იქნება ჩვენი ევროპული დღის წესრიგის მთავარი მიმართულებები. ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს კოლეგებთან ევროკავშირიდან, რათა გავაღრმავოთ მუშაობა დღეს განხილულ ყველა ასპექტზე", განაცხადა მთავრობის მეთაურმა პრესკონფერენციაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი