ევროკავშირი ქართული საწარმოების აკრედიტაციის შესაძლებლობის განხილვას იწყებს
05-02-2018, 17:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროკავშირი ქართული საწარმოების აკრედიტაციის შესაძლებლობის განხილვას იწყებს, რასთან დაკავშირებული პროცედურებიც უახლოეს მომავალში დაიწყება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი დღევანდელი შეხვედრისას შეთანხმდნენ.

 

 

აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 


„ევროკავშირის აკრედიტაციის სტანდარტების დაკმაყოფილება საწარმოებს საშუალებას მისცემს, საკუთარი პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე განახორციელონ.

 


პრემიერ მინისტრმა და ევროკომისარმა შეხვედრისას ასევე ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობების გამოყენებაზე და ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით არსებულ პროგრესს.

 


განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული მზარდი სავაჭრო დინამიკა - კერძოდ, ის ფაქტი, რომ 2017 წლის განმავლობაში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 13%-ით გაიზარდა და ჯამში 647 მილიონი დოლარი შეადგინა.

 


ასევე, ხაზი გაესვა ინვესტიციების კუთხით არსებულ დადებით ტენდენციას, რაც ევროპიდან ინვესტიციების 6%-იან ზრდაში გამოიხატა და 2017 წლის განმავლობაში დაახლოებით 445 მილიონ დოლარს მიაღწია.

 


მხარეებმა გამოთქვეს რწმენა, რომ საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში არებული პოზიტიური დინამიკა გაგრძელდება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების წარმატებული იმპლემენტაცია ქართულ საწარმოებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს მისცემს", აღნიშნულია პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

 


შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი