ირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს შეხვდება
06-02-2018, 11:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ვიზიტად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, დღეს შეხვედრებს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან, პოლ რაიანთან და კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან - ტედ პოსთან და ჯერი კონოლისთან გამართავს.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დღესვე დაგეგმილია შეხვედრა წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ხელმძღვანელ პირებთან.

 

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, დავით ბაქრაძის შეფასებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და დიალოგის გაძლიერებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

 

 

„ეს არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი შეხვედრები იმართება. ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ხაზგასმა იმ სტრატეგიული პარტნიორობისა, იმ მიმართულებებისა, რომლებიც ორ ქვეყანას აკავშირებს ერთმანეთთან. საქართველოს პარლამენტის როლი ძალიან მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობების მხარდაჭერის თვალსაზრისით. საქართველო სარგებლობს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერით. გასული წლის განმავლობაში არსებული ძალიან მაღალი დინამიკა უნდა გაგრძელდეს. გასულ წელს ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგები გვქონდა, რომლებიც უნდა გამყარდეს 2018 წელს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი, მისი შეხვედრები როგორც სენატში, ისე წარმომადგენელთა პალატაში დიდად შეუწყობს ხელს ამ დიალოგის გაღრმავებას და გაძლიერებას“, განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი