ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი: დოდო გუგეშაშვილს პრობლემები რომ ჰქონოდა, ჩვენ გვეცოდინებოდა
07-02-2018, 13:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დოდო გუგეშაშვილს პრობლემები ჰქონოდა, ჩვენ გვეცოდინებოდა, აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ გააკეთა.

 

 

„ინფორმაცია ნახევარი საათის წინ მივიღე. ქალბატონი დიდო გუგეშაშვილი დაჭრილია. ახლა ოპერაციაზე იმყოფება და ჯერ არაფერი ვიცით. სახლში პოლიციაა. რამდენი ჭრილობა აქვს, არ ვიცი, ვერ გეტყვით. არასდროს ყოფილა ისეთი რაღაც, რომ პრობლემები ჰქონოდა, თორემ ჩვენ გვეცოდინებოდა. ჩვენ ერთმანეთში აქტიურად ვთანამშრომლობდით და თბილი ურთიერთობა გვქონდა. შვილი ერთი პერიოდი ჩვენთან მუშაობდა“, განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ.

 

 

დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე, გრიგოლ გუგეშაშვილზე თავდასხმა განხორციელდა. გრიგოლ გუგეშაშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყნებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

 

 

მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა შინაგან საქმთა სამინისტრომ.

 

 

„დღეს მიღებული შეტყობინების საფუძველზე 1958 წელს დაბადებული დ.გ.-ს და მის შვილს 1985 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. გ.გ შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.გ. გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე, მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით“, აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი