სავარაუდოდ, მკვლელს ლურჯი ქურთუკი ეცვა და მოლურჯო გამჭვირვალე პარკით გარბოდა, აცხადებს დოდო გუგეშაშვილის მეზობელი.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გასროლის ხმა არ გაუგია.
„გავიგე ღმუილი მომიკლეს შვილი, ზევით ვინც ავიდნენ იმათ ნახეს მასრები. სახლში ვერ შევედით იმიტომ, რომ დოდო იყო მისახედი. დოდო კიბეებზე ფეხშიშველა გამოვიდა 13-დან 11-მდე და მოსდიოდა სისხლი. მერე ამ დოდოს რომ მივხედეთ, მერე ჩამორბოდა კიბეებზე კაცი. პარკი ეჭირა და იმ პარკში გამჭვირვალე იყო და ედო თეთრი რაღაც,“ განაცხადა დოდო გუგეშაშვილის მეზობელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.