საბერძნეთი და საქართველო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ
08-02-2018, 16:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოსა და საბერძნეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის პირველმა პირებმა სახელმწიფო დელეგაციების თანხლებით გამართეს შეხვედრა და ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა სექტორული მიმართულებების განვითარებაზე ისაუბრეს.

 


შეხვედრაზე საბერძნეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას. განხილულ იქნა ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. პროკოპის პავლოპულოსის თქმით, საქართველოსა და საბერძნეთის მრავალსაუკუნოვანი კავშირები კარგი არგუმენტია საქართველოს ევროპული იდენტურობის სასარგებლოდ. ბერძნულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი გზის მნიშვნელობას, განხილული იქნა აბრეშუმის გზის პერსპექტივები და ის სატრანზიტო შესაძლებლობები, რომელსაც საქართველო ქმნის ევროპული ქვეყნებისთვის. საუბარი შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს.

 


„საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ბერძენ კოლეგას საბერძნეთის მხრიდან გამოვლენილი მტკიცე მხარდაჭერისთვის როგორც ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ასევე იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც საბერძნეთმა ვიზალიბერალიზაციის პროცესში შეიტანა.

 


აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, იმ პოზიტიური დინამიკის შენარჩუნება, რომელიც საქართველოს გააჩნია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

 


მხარეებმა ასევე ისაუბრეს კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობაზე, აღინიშნა, რომ აუცილებელია განათლების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებაზე მუშაობის განახლება. ხაზი გაესვა კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობას, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

 

 

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორივე ქვეყანაში მნიშვნელოვანია ძლიერი დიასპორის როლი და აუცილებელია დიასპორების საქმიანობისთვის ხელშეწყობა.

 


საქართველოს მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი, საქართველოს ელჩი საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილი", აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი