დიმიტრის ავრამოპულოსი: საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ევროპული ქვეყანაა და იმსახურებს, იყოს ევროპული ოჯახის წევრი
09-02-2018, 14:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საბერძნეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი ევროკომისარს მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხები, დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა.

 


საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისარს მადლობა გადაუხადა იმ წვლილისთვის, რომელიც პირადად დიმიტრის ავრამოპულოსმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესში შეიტანა. ევროკომისარი კვლავ მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, აღინიშნა საქართველოს ძალისხმევის ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც ევროკავშირში სრული ინტეგრაციის გზაზე გასატარებელი რეფორმების მიმართულებით არსებობს.

 


შეხვედრაზე ხაზი გაესვა ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას. მხარეები შემდგომ კოორდინირებულ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ. ევროკომისარმა აღნიშნა, რომ საქართველო მის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს წარმატებით ასრულებს.

 


„მოხარული ვარ, რომ იმ ქვეყნის პრეზიდენტს შევხვდი, რომელიც მუდამ ჩემს გულშია. საქართველო დიდ ძალისხმევას იჩენს, რათა განიმტკიცოს ევროპული პერსპექტივა. მჯერა, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ევროპული ქვეყანაა კონტინენტზე, რომელიც იმსახურებს იყოს ევროპული ოჯახის წევრი“, განაცხადა ევროკომისარმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 


საქართველოს დელეგაციიდან შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი, საქართველოს ელჩი საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილი ესწრებოდნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი