გიორგი კვირიკაშვილი: ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ტენდენცია ჩამოყალიბდა ბოლო თვითმმართველობის არჩევნებზე - ჩვენი საკრებულოების შემადგენლობა მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა
12-02-2018, 15:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

 

 

ქვეყნის მასშტაბით, 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალგაზრდა წევრებს მთავრობის მეთაურმა ფორუმის დაარსება მიულოცა და აღნიშნა, რომ ქართულ პოლიტიკაში ახალი ენერგია ძალიან მნიშვნელოვანია.

 

 

პრემიერის თქმით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოების შემადგენლობები საგრძნობლად გაახალგაზრდავდა, რაც კარგი ტენდენციაა.

 

 

„თქვენი ერთად ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენთვის არის უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანი, რომ ეს ახალი ენერგია შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში. სადაც არის ასეთი მოძრაობა და სადაც არის სიახლის შემოსვლა გაადვილებული, ასეთი სისტემა არის მხოლოდ და მხოლოდ გამართული. საერთოდ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ტენდენცია ჩამოყალიბდა ბოლო თვითმმართველობის არჩევნებზე. ჩვენი საკრებულოების შემადგენლობა მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა. ეს არის ის ტენდენცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ჯანსაღ განვითარებაზე მიუთითებს, ვინაიდან, თქვენ ხართ, სწორედ ჩვენი ქვეყნის მომავალი. თქვენ ხართ ის სიახლე, რომელმაც უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს საქართველო", მიმართა პრემიერმა ფორუმის მონაწილეებს.

 

 

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ახალი იდეებისადმი გახსნილობა არის ის, რაც ქვეყანას სწრაფ განვითარებას, მოსახლეობას კი კეთილდღეობას მოუტანს.

 

 

„მე, საერთოდ, ვფიქრობ რომ ახალი იდეებისადმი გახსნილობა არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და სწორი გზა. ეს არის ერთადერთი, რაც ჩვენს ქვეყანას სწრაფ განვითარებას, მოსახლეობას კი კეთილდღეობას მოუტანს. მე ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდები არიან ჩართულნი ისეთ პროექტებში, როგორიცაა, მაგალითად „სტარტაპ-საქართველო“, სტარტაპ-კომპანიების დაფინანსება. ჩვენ შარშან დავიწყეთ ეს პროექტი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამეწარმეო სულისკვეთება პირველ რიგში ახალგაზრდებმა აიტაცეს. დღეს უკვე გვყავს ძალიან წარმატებული, დამწყები ბიზნესმენები, რომლებმაც წარმატებული პროექტები ამ პროგრამის მეშვეობით დააფინანსეს. მე მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ იყოს აქტიური, არასოდეს მოერიდოს საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვას, ვინაიდან, სწორედ, ამ გახსნილობაში არის ჩვენი ქვეყნის განვითარების სწორი გასაღები. მინდა, მივესალმო საკრებულოს ინიციატივას, მიგულეთ მე და ჩვენი გუნდის თითოეული წევრი თქვენს მეგობრებად, ვისთანაც შეგიძლიათ ძალიან ღიად და გახსნილად ისაუბროთ ნებისმიერ საკითხზე. დიდი მადლობა და გილოცავთ დღევანდელ დღეს", აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა, როგორც ამას მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება.

 

კომენტარები: 1
#1   Tornike
      
http://tar.ge/ მიმდინარეობს 20 მილიონიან დოლარის პროექტის განხორციელება უფასოდ ორიგინალის ტექსტური ლექსიკონის http://tar.ge/ რუსულისა და ინგლისურის ქართულ ენაზე შევსებულია სიტყვითი რაოდენობა წინადადებაში - ინგლისურში 941471 და რუსულ ენაში 712186
13 თებერვალი 2018 01:36
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი