რასმუსენი: XXI საუკუნეში ღობეების მშენებლობის დრო არ არის
05-02-2014, 22:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიის შიგნით, ე.წ სასაზღვრო ზონის დროებითი გაფართოებით ნატოს გენერალური მდივანი ძალიან შეშფოთებულია, – ამის შესახებ ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატოს შტაბბინაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

 

რასმუსენის თქმით, ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთს აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.

 

 

"ჩვენ შევნიშნეთ უკანასკნელი გადაწყვეტილება ე.წ სასაზღვრო ზონის დროებითი გაფართოების შესახებ აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიის შიგნით საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე. ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ ამ გადაწყვეტილებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს საქართველოსთან მიმართებაში აღებული ყველა ვალდებულება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ღობეების და სხვა დაბრკოლებების მშენებლობა მიუღებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს. ეს ხელს უშლის მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას და ცხოვრებას და ეს უნდა შეიცვალოს.
XXI საუკუნეში ღობეების მშენებლობის დრო არ არის", – განაცხადა რასმუსენმა.

 

 

ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე გადაწყდა, რომ საქართველო, საჭირო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ნატოს წევრი გახდება და ეს გადაწყვეტილება უცვლელი რჩება.

 

 

"იმ სამუშაოთი, რასაც ახორციელებთ, თქვენ ნატოსთან სულ უფრო ახლოს მიდიხართ და ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან ერთად მუშაობას, რათა მიაღწიოთ ჩვენს საერთო მიზნებს", – მიმართა რასმუსენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. 

 

 

 

 

http://kvira.ge/?p=6701 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი