საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
13-02-2018, 17:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში, რომელიც ქუვეითში გაიმართა.

 

 

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მინისტერიალის სამუშაო სესიაზე სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს.

 

 

„მიხეილ ჯანელიძემ მიულოცა კოალიციას ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში მნიშვნელოვანი წარმატება და დაადასტურა საქართველოს, როგორც კოალიციის წვერი სახელმწიფოს შემდგომი ძალისხმევა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მინისტრი მიესალმა ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ გლობალური კოალიციის სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცებას და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის შემდგომი კოორდინირებული და ერთიანი ქმედებების მნიშვნელობას ტერორიზმის საბოლოოდ დასამარცხებლად.

 

 

მიხეილ ჯანელიძემ ღონისძიების მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის ძალისხმევაზე საქართველოს ტერიტორიაზე სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით და აღნიშნა თუ რაოდენ დიდი ყურადღება ექცევა მთავრობის მხრიდან რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის პრევენციას. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მხრიდან ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ მოწყვლად რეგიონებში ცალკეული პროექტების ეფექტურ იმპლემენტაციაზე, რაც უზრუნველყოფს ამ ადამიანების აქტიურ ინტეგრაციას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ ცხოვრებაში. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სოციალური ინტეგრაცია, განათლების შესაძლებლობების გახსნა და ინკლუზიური საზოგადოება, ტერორიზმისა და რადიკალიზმის დამარცხების უმთავრესი წინაპირობაა.

 

 

გლობალური კოალიციის მინისტერიალი ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრის შეიხ საბაჰ ხალიდ ალ-ჰამად ალ-საბაჰისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. მინისტერიალზე ღონისძიების მონაწილეებმა განიხილეს ისლამური სახელმწიფოს წინააღდეგ გლობალური კოალიციის მიერ გატარებული ქმედებები და სამომავლო გეგმები. მინისტერიალში ასევე მონაწილეობენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების და კოალიციაში ჩართული სხვა სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები", აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი