გიორგი კვირიკაშვილი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს, როზარია პულისის შეხვდა
13-02-2018, 17:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს, როზარია პულისის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა როზარია პულისის ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელად დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილმა როზარია პულისის ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზე გაამახვილა. აღინიშნა, პროცესში ახალი დინამიკის აუცილებლობა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

 

 

საუბრისას ხაზი გაესვა ნატო-ს პროექტებს საქართველოში, რომლებიც ქართველ კოლეგებთან ერთად ხორციელდება და ამ ნაწილში, ქართული მხარის ეფექტურ მუშაობაზე გამახვილდა ყურადღება.

 

 

როზარია პულისის შეფასებით, მნიშვნელოვანია, მოსახლეობის ინფორმირებულობა, თუ რა ეტაპზე იმყოფება საქართველო და რა პროგრესი აქვს ქვეყანას ნატო-სთან თანამშრომლობის პროცესში. საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალი ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობა დაიგეგმება.

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაცია ქვეყნის მთავარი მიზანი და პრიორიტეტია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი