საქართველოსა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე ისაუბრეს
14-02-2018, 10:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ადელ ალ ჯუბეირთან. შეხვედრა ქუვეითში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.

 

 

მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის არსებული თანამშრომლობა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქვეყნებს შორის დინამიურად ვითარდება ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში, რასაც ასევე ადასტურებს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა. განსაკურებით მზარდია სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობები, საუდელი ინვესტორების დაინტერესება საქართველოს მიმართ.

 

 

მხარეებმა 
კმაყოფილებით აღინიშნეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა, რაც გამოიხატება საუდელი ვიზიტორების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდით.

 

 

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საუდელ კოლეგას გააცნო საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტენდენციები, ქვეყნის სატრანზიტო და საინვესტიციო შესაძლებლობები, ასევე ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევა.

 

 

საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას, მინისტრები მიესალმნენ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის წარმატებას და აღნიშნეს სტაბილურობის შემდგომი უზრუნველყოფის პროცესში საეთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი ძალისხმევის აუცილებლობა.

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საუდელი კოლეგა საქართველოსი მოიწვია. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან გამოიხატა საქართველოში სტუმრობით დაინტერესება.

 

 

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი