პრემიერ მინისტრი: იქმნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი რომელსაც სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაული, არასათანადო მოპყრობა და გადაცდომები უნდა დაექვემდებაროს საგამოძიებოდ
15-02-2018, 12:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„იქმნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი რომელსაც სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაული, არასათანადო მოპყრობა და გადაცდომები უნდა დაექვემდებაროს საგამოძიებოდ. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ითვალისწინებს ამ უწყების აბსოლუტურ დამოუკიდებლობას და ამ იერარქიული დამოუკიდებლობის უზრუნველმყოფი იქნება პარლამენტი. გათვალისწინებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა და ის დაფუძნებულია ყველა იმ ძირითად პრინციპზე, რომლებიც წამყვან დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობს და არის აპრობირებული", ეს განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

 

 

მისი თქმით, აღნიშნული ვალდებულება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. პრემიერმა იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას მნიშვნელოვანი უწოდა.

 

 

„ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ განვამტკიცოთ ჩვენი მოსახლეობის ნდობა სამართალდამცველების მიმართ და ამ კუთხით, მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს. ასევე, განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები პროკურატურაში, მოგეხსნებათ რომ მესამე ნაკადის რეფორმა მიმდინარეობს, ასევე, სასამართლო სისტემაში და ვფიქრობ, ეს ახალი მექანიზმი იქნება კიდევ ერთი დამატებითი კომპონენტი, რაც ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს მოსახლეობის ნდობის ამაღლებას სამართალდამცავი უწყებების მიმართ, მაგრამ ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სამართალდამცველებს ჰქონდეთ ობიექტურობის შეგრძნება - რომ ისინი იქნებიან წახალისებულნი, როდესაც კანონიერად იმოქმედებენ და, რათქმაუნდა, იქნება მექანიზმი, რომელიც განიხილავს მათ შესაძლო გადაცდომებს", აღნიშნა პრემიერ მინისტრმა, როგორც ამას მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება.

 

 

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ახალი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი მოკლე პერიოდში ამოქმედდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი