გიორგი მარგველაშვილმა ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი თორლასიუს იოჰანესონი საქართველოს დამოუკიდებლობის საიუბილეო თარიღის აღსანიშნად თბილისში მოიწვია
16-02-2018, 16:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გიორგი მარგველაშვილმა ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი თორლასიუს იოჰანესონი საქართველოს დამოუკიდებლობის საიუბილეო თარიღის აღსანიშნად თბილისში მოიწვია. პრეზიდენტებს შორის შეხვედრა დღეს ვილნიუსში, გიორგი მარგველაშვილის სამუშაო ვიზიტისას შედგა. საქართველოსა და ისლანდიას შორის მეგობრობისა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების სურვილი გამოითქვა.

 


გიორგი მარგველაშვილმა და ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გუდნი თორლასიუს იოჰანესონმა შეხვედრისას ქვეყნებს შორის ურთიერთობების გააქტიურების შესაძლებლობები განიხილეს, როგორც პოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური და ბიზნესმიმართულების თვალსაზრისით.

 


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისაკენ სწრაფვა - პრეზიდენტების შეხვედრის ძირითად განსახილველ თემებს წარმოადგენდა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ისლანდია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. გიორგი მარგველაშვილმა გუდნი თორლასიუს იოჰანესონს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია გააცნო, ბორდერიზაციის პროცესთან, ადამიანის უფლებების დარღვევისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის მიმართულებით.

 


როგორც შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელება ახალ პერსპექტივებს ხსნის ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობების სტიმულირებისათვის.

 


შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს ელჩი ლიტვაში ხათუნა სალუქვაძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი