გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენში მსხვილი საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა
17-02-2018, 11:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და განხორციელებული რეფორმები გააცნო საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მსხვილი საერთაშორისო და გერმანული კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებსაც მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში, ოფიციალურ ვახშამზე შეხვდა.

 

 

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაური საერთაშორისო ბიზნესწრეების წარმომადგენლებს საქართველოს რეგიონულ ეკონომიკურ ჰაბად ჩამოყალიბების პოტენციალსა და მიმდინარე მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე ესაუბრა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო არის პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც ევროკავშირის, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის, დსთ-სა და მეზობელი სახელმწიფოების გარდა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება აქვს გაფორმებული ჩინეთთან და მუშაობს ასეთივე ხელშეკრულების გაფორმებაზე ინდოეთთან.

 

 

პრემიერ მინისტრმა მსხვილი გერმანული და საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელები საქართველოში მიიწვია, რათა ისინი პირადად გაეცნონ შესაძლებლობებს, რომელსაც ქვეყანა ინვესტორებს სთავაზობს.

 

 

ოფიციალურ ვახშამს 30-ზე მეტი წამყვანი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი