გიორგი კვირიკაშვილი: ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობა ძალიან მაღალ წერტილზეა, რაც გასაფრთხილებელია
17-02-2018, 17:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობა ძალიან მაღალ წერტილზეა, რაც გასაფრთხილებელია და ჩვენ კიდევ უფრო წინ უნდა წავიდეთ ამ მიმართულებით, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 


მისი თქმით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საინტერესო შეხვედრები შედგა.

 

 

„აშშ-ის თავდაცვის მდივანთან საფუძვლიანად განვიხილეთ აშშ-თან ჩვენი დღევანდელი თანამშრომლობა. ბატონი მატისისგან მივიღეთ დაპირება, რომ ჩვენი ურთიერთობის კიდევ უფრო ინტენსიფიკაცია მოხდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ ვთანამშრომლობთ, ერთის მხრივ, ნატოს ძირითადი პაკეტის ფარგლებში და, მეორეს მხრივ, აშშ-თან გვაქვს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების პროგრამა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მადლობა გადავუხადეთ იმ უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერისთვის, რაც გამოიხატება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისა და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერაში.

 

 

ასევე, გვქონდა სხვა შეხვედრები, მათ შორის ევროკომისართან, ბიზნესის წარმომადგენლებთან. უმსხვილესი კომპანიების პირველი პირები იყვნენ მოსული და გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოშია, რომლებსაც ჩვენ მათ ვთავაზობთ. ინტერესი იყო ძალიან ძლიერი და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში საქართველოში არაერთი მათგანის ვიზიტი შედგება.

 

 

დღეს საღამოს იმართება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც საუბარი გვექნება, როგორც პოლიტიკაზე, ასევე, ეს იქნება გარკვეულად სასტარტო შეხვედრა, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ჩვენი საპატიო სტუმრობის გახსნის თვალსაზრისით. ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი კულტურის და არა მხოლოდ მწერლობის ძალიან მნიშვნელოვანი წარმოჩენა.

 

 

ვფიქრობთ, ევროპაში საქართველოს შესახებ დღეს საერთო აზრია, რომ ჩვენი ქვეყანა სწორი გზით ვითარდება. ჩვენს ქვეყანაში დღემდე უკვე განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები და ნაბიჯები. უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ჩვენი დღევანდელობით, ჩვენი პრობლემებით და უფრო მეტ მხარდაჭერას ვნახულობთ.

 

 

დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული კომპანიების ეკონომიკური წარმომადგენლობაც გაცილებით უფრო მეტი იქნება მომავალში. ჩვენ ამას აუცილებლად დავინახავთ და დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრები ამის კარგი მაგალითი იქნება.

 

 

აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე გვქონდა საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის, ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ. საერთოდ, ჩვენი ოკუპაციის პრობლემა და რეგიონში არსებული მდგომარეობა, არამხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინის კონტექსტშიც, რა თქმა უნდა, დამაზიანებელია მთლიანად რეგიონში სტაბილურობისა და ამაზე ჩვენს ყველა მეგობართან ძალიან აქტიურად ვსაუბრობთ. ის მხარდაჭერა, რომელიც აქვს დღეს საქართველოს, არის სწორედ ამ საუბრების შედეგი და გამოხატულება საქართველოს საგარეო ვექტორისადმი მხარდაჭერის, სტაბილურობის ჩვენს რეგიონში და ა.შ.", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი