საქართველოს პრემიერ მინისტრი სუამ-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
17-02-2018, 18:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 21 ივნისს სუამ-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა - მოლდოვა უმასპინძლებს, - სუამ-ის წევრი ქვეყნების პრემიერ მინისტრების შეხვედრაზე, კიშინიოვში, ქართველი კოლეგა მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ მინისტრმა, პაველ ფილიპმა დღეს პირადად მიიწვია.

 


საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის სახელით დაადასტურა მოლდოვას თავმჯდომარეობის პერიოდში აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა, რათა ხელი შეეწყოს სუამ-ის ფარგლებში პროექტების განვითარებას.

 


პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივ ურთიერთობებზე, ევროპული ინტეგრაციის პროცესზე და რეფორმებზე, რომელსაც ორი ქვეყანა ახორციელებს. ხაზი გაესვა საქართველოსა და მოლდოვას საერთო, დასავლურ საგარეო-პოლიტიკურ მისწრაფებებს და როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებულ თანამშრომლობას.

 


საუბრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და მოლდოვას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივაზე. ამ კონტექსტში, აღინიშნა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის საქმიანობის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობა.

 


პრემიერ მინისტრების შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი