საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც თურქეთში 2018 წლის პირველ ნახევარში გაიმართება, - ამის შესახებ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრები დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში შედგა.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ძალიან კარგი დინამიკა, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში და ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით მომავალი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებას.
ყურადღება გამახვილდა რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებში თანამშრომლობაზე. ამ კონტექსტში აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობა.
გიორგი კვირიკაშვილმა და ბინალი ილდირიმმა ასევე ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. თურქულმა მხარემ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.