მატისი ქართველ ლიდერებს მიუნხენში შეხვდა - ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს
19-02-2018, 11:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-საქართველოს ურთიერთობები თავდაცვის სფეროში და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მატისმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან და თავდაცვის მინისტრთან, ლევან იზორიასთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა, რომელიც მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა - ნათქვამია პენტაგონის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ რელიზში.

 

 

თავდაცვის მდივანმა აღნიშნა საქართველოს, როგორც ნატოს არაწევრი ქვეყნის, უდიდესი წვლილი აშშ-სა და ნატოს მხარდამხარ ავღანეთში, ამავე დროს გაიხსენა 32 დაღუპული და 290-ზე მეტი დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურე.

 

 

ჯეიმს მატისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

 

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რელიზში ასევე, აღნიშნულია, რომ თავდაცვის მდივანმა ქართულ მხარესთან განიხილა საქართველოს თავდაცვის სფეროში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და საქართველოს შეიარაღებულ ძალებისთვის აშშ-ის დახმარება, მათ შორის საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდის კუთხით.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი