ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია ოპოზიციის გაძლიერება და ამას ემსახურება საკონსტიტუციო ცვლილებებიც
19-02-2018, 19:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენი მიზანია ოპოზიციის გაძლიერება. ამას ემსახურებოდა, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც სწორედ, რომ ოპოზიციას აძლიერებს როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში“, ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის ანგარიშს, სადაც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“, შესაძლოა, ოპოზიციური პარტიების შეზღუდვას ეცადოს.

 

 

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის გასაძლიერებლად მმართველი გუნდი სხვა საკანონმდებლო ცვლილებების შესაძლებლობასაც განიხილავს.

 

 

„განიხილება ასევე სხვა საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის „პოლიტიკური პარტიების შესახებ“ კანონში განვიხილავთ ცვლილებების შესაძლებლობას იმისათვის, რომ მეტი რესურსი მიენიჭოს ოპოზიციურ პარტიებს. ჩვენი მიზანია, რომ გაძლიერდეს ოპოზიცია. ასეთი ოპოზიციით, ბუნებრივია დაბრკოლება ექმნება პოლიტიკური სისტემის განვითარებას.

 

 

გვჭირდება, რომ დღევანდელი ოპოზიციური პარტიები თუ პოტენციური ოპოზიციური პარტიები, რომლებიც გაჩნდებიან მომავალში, გაძლიერდნენ და ისინი იყვნენ ძლიერად წარმოდგენილი პოლიტიკურ ასპექტში. ოპოზიციის სისუსტე არის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა ჩვენი პოლიტიკური სისტემის და ამ მიმართულებით საჭიროა ჩვენი მხრიდან მუშაობა“, განაცხადა კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი