გიორგი მარგველაშვილი: 26 მაისის აღსანიშნავად იმ ქვეყნების ლიდერები მოვიწვიეთ, რომლებმაც 100 წლის წინ შექმნეს სახელმწიფო რუსეთის იმპერიისაგან თავის დაღწევის შედეგად
20-02-2018, 17:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კამპანიის „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი" ფარგლებში თელავში, კახეთის რეგიონის სოფლის ბიბლიოთეკარებს შეხვდა და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებში აქტიური ჩართულობისაკენ მოუწოდა.

 


შეხვედრა დღეს თელავის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" შედგა და მას მოდერაციას საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმღვანელი გიორგი კეკელიძე უწევდა.

 


საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, უახლოეს მომავალში გამოცხადდება ესეების კონკურსი და მასში ბიბლიოთეკების აუდიტორიის ჩართულობა ძალიან სასიკეთო იქნება ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლებისა და ისტორიული მოვლენების გააზრება -შეფასებისათვის.

 


გიორგი მარგველაშვილის თქმით, უკვე რამდენიმე წელია სოფლის ბიბლიოთეკები პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განათლებისა და სოციალური ურთიერთობების სივრცეებად გადაიქცა, რაც ძალიან დასაფასებელია.

 


მინდა გთხოვოთ, რომ თქვენი შრომა მოახმაროთ, იმას რომ, საზოგადოებამ კარგად და ღრმად გაიაზროს ამ თარიღის მნიშვნელობა და გააცნობიეროთ ის მოვლენები, რომელიც დამოუკიდებლობის 100 წლის განმავლობაში ვითარდებოდა. ამ თარიღის აღნიშვნისას ჩვენ ვცდილობთ იმ ქვეყნების წარმომადგენლები ჩამოვიყვანოთ საქართველოში 26 მაისს, რომლებმაც 100 წლის წინ აღიდგინეს დამოუკიდებლობა რუსული იმპერიისაგან თავის დაღწევის შედეგად", აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა ბიბლიოთეკარებთან შეხვედრისას.

 


საქართველოს პრეზიდენტმა იმ პროგრესულ იდეებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა პირველი რესპუბლიკის შექმნის შემდეგ განახორციელეს.

 


სწორედ, ხვალ, 21 თებერვალს არის პირველი რესპუბლიკის მიერ მიღებული მთავარი დოკუმენტის - კონსტიტუციის შექმნის საიუბილეო თარიღი.

 

 

მაშინდელი კონსტიტუცია უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტის მატარებელი დოკუმენტია. ჩვენი წინაპრები მზად იყვნენ შეექმნათ თანამედროვე ეპოქის სახელმწიფო, სადაც ქალებს მიენიჭათ ხმის მიცემის უფლება, დაცული იყო ოპოზიციის უფლებები. მინდა, რომ ეს ემოცია გაიზიაროს საზოგადოებამ, სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის თარიღთან მიმართებაში, გაიაზრონ ეპოქა და შეაფასონ ეს მოვლენები. იმედი მაქვს, რომ მოკლე ესეების კონკურსში თქვენი მკითხველებიც თავის წვლილს შეიტანენ.

 

 

გადმოსცემენ და ასახავენ თანამედროვე ქართველის განცდებს.

 


ჩვენ რუსული იმპერიისაგან გავთავისუფლდით - რაღაცისგან დამოუკიდებლები გავხდით, ეს აღმაფრთოვანებელია, თავისთავად აღტაცებას ატარებს თავის თავში, მაგრამ ეს ბადებს თავისუფლების მოპოვების საჭიროებას. თავისუფლება დამატებითი შინაარსის მატარებელია, როცა მოძრაობ და მიისწრაფი რაღაც მიზნისათვის, ეს არის თავისუფლება - გააზრებული სწრაფვა მომავლისაკენ. უნდა ვიცოდეთ საით მივდივართ, რას ვგეგმავთ, როგორ ვიცხოვრებთ", აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

 


საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ამ მნიშვნელოვანმა თარიღმა ერისა და სახელმწიფოს მომავალი განსაზღვრა, განსაზღვრა ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაცია.

 


ჩვენ 15 საუკუნის წინ გავაკეთეთ ევროპული პოლიტიკური არჩევანი, ერს, რომელსაც სახელმწიფოებრიობა გააჩნია, ჰყავს მეგობრები, მაგრამ ოკუპირებულია ძლიერი მეზობლის მიერ.

 


ამ სირთულეების დაძლევაში ჩვენი აქცენტი თავისუფალი მოქალაქეების და თავისუფალი საზოგადოების მიერ თავისუფალი სახელმწიფოს მშენებლობაზე უნდა გავაკეთოთ, რაც ჩვენს მომავალ განვითარებას უზრუნველყოფს", განაცხადა მარგველაშვილმა, როგორც ამას პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი