მესტიის მუნიციპალიტეტის ბეჩოს ტერიტორიულ ერთეულში ტურნირი „სერვანტე 2018“ ჩატარდა
20-02-2018, 15:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მესტიის მუნიციპალიტეტის ბეჩოს ტერიტორიულ ერთეულში პირველად ჩატარდა დამსახურებული სპორტის ოსტატის სერვანტე შამფრიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი სამთო სათხილამურო სპორტში „სერვანტე 2018".

 


შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ახალბედა მთხილამურეებმა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში.

 


გამარჯვებულთა შორის ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

 


უმცროსი ასაკი
I ადგილი - გიორგი კვიციანი
II ადგილი - საბა კვიციანი
III ადგილი - საბა კვანჭიანი

 


უფროსი ასაკი
I ადგილი - გიორგი ვეზდენი
II ადგილი - ლუკა გოშუანი
III ადგილი - რატი კვიციანი.

 


გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ შესაბამისი მედლებით და სიგელებით, ხოლო პირველ ადგილზე გასულებს გადაეცათ გარდამავალი თასები. ტურნირი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად ჩატარდება.

 


შეგახსენებთ, რომ ბეჩოში კერძოდ მაზერში 2017 წლის დეკემბერში დამონტაჟდა 300 მ სიგრძის მცირე ზომის საბაგირო, რომელიც ახალი წლიდან შევიდა ექსპლუატაციაში.

 

 

მცირე ზომის საბაგიროები ასევე დამონტაჟდა უშგულში, ეცერში და უშხვანარში. აღნიშნული საბაგიროები ხელს შეუწყობს ადგილობრივებში სათხილამურო სპორტის განვითარებას და პოპულარიზაციას.

 

 

ინფორმაციას მესტიის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი