მთავრობის სხდომაზე საგადასახადო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი წარადგინეს
21-02-2018, 12:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ეს არის ძალიან მასშტაბური ცვლილებები და მნიშვნელოვანი საგადასახადო ლიბერალიზაცია. მნიშვნელოვანია იმით, რომ პირველი ეტაპი, რომელიც ჩვენ მოგების გადასახადის გაუქმებით განვახორციელეთ, ძირითადად, შეეხო საშუალო და მსხვილ მეწარმეებს, ხოლო კონკრეტულად ეს ცვლილებები ეხება წვრილ მეწარმეებს და პირდაპირ არის დაკავშირებული მათ სოციალურ მდგომარეობასთან", ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარდგენილი საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებათა პაკეტი.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის კეთება წახალისდეს და ის სიკეთე, რაც დაბეგვრის შეღავათიან საგადასახადო რეჟიმის შემოღებას უკავშირდება მოქალაქეებმა საკუთარ ოჯახებში იგრძნონ.

 

 

გიორგი კვირიკაშილმა აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს ახალი ინიციატივა და მასშტაბური რეფორმა 120 ათასზე მეტ მეწარმეს შეეხება. მისივე თქმით, მცირე ბიზნესის სტატუსს მიიღებს ყველა ის მეწარმე, რომლის შემოსავალიც 500 000 ლარს არ აღემატება, თუ აქამდე ეს ზღვარი 100 000 ლარი იყო. ასევე ხუთჯერ მცირდება პირდაპირი გადასახადი მცირე მეწარმეებისთვის 5%-დან 1%-მდე.

 

 

პრემიერმა ყურადღება კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებაზე გაამახვილა.

 

 

„ცვლილებები აიოლებს მეწარმეების ურთიერთობას საგადასახადო ინსტიტუტებთან, შემოსავლების სამსახურთან. მეწარმემ უნდა დახარჯოს მინიმალური, დრო საკუთარი დროის ძალიან მცირე მონაკვეთი შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობაში და სწორედ, ასეთი ცვლილებებია გათვალისწინებული", აღნიშნა პრემიერმა.

 

 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ თითოეული მოქალაქე სათანადოდ იყოს ინფორმირებული.

 

 

„მოხარული ვარ, რომ ძალიან დიდი პოზიტივი მოჰყვა ამ ცვლილებებს პირველ ეტაპზე და მინდა გთხოვოთ, რომ მთელ ქვეყანაში, მაქსიმალურად, თითოეულ მოქალაქემდე მივიტანოთ ის სიკეთე, რომელსაც ჩვენ ახლა ვთავაზობთ ჩვენს მოსახლეობას. ფინანსთა სამინისტროს უკვე დაგეგმილი აქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით მცირე მეწარმეებთან შეხვედრები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გაიგოს იმ შესაძლებლობისა და უდიდესი შეღავათის შესახებ, რომელიც ამ ცვლილებით არის გათვალისწინებული," განაცხადა, გიორგი კვირიკაშვილმა, როგორც ამას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური იუწყება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი