დავით მათიკაშვილი: თუკი პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, ვარწმუნებ მას და მის ადმინისტრაციას, საზოგადოებას, რომ ეს იქნება მარგველაშვილის კიდევ ერთი ფიასკო
21-02-2018, 13:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩემდა სამწუხაროდ, პრეზიდენტი მარგინალურ ფიგურად ჩამოყალიბდა, რომელიც არ სცემს პატივს სწორედ იმ ღირებულებებს, რის გამოც ქართველმა ხალხმა „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი, აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა გააკეთა.

 

 

მათიკაშვილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებას  გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების" წარმატებას მხოლოდ პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ვერ ხედავს.

 

 

„მთელი ეს პერიოდი სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას და შენებას მოანდომა ჩვენმა ხელისუფლებამ. ამ პროგრესს და წარმატებას ხედავს მთელი მსოფლიო.

 

 

მხოლოდ პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას არ უნდათ, ეს ყველაფერი დაინახონ“,  განაცხადა დავით მათიკაშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ თუ გიორგი მარგველაშვილი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ის ფიასკოს განიცდის.

 

 

„რაც შეეხება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს, თუკი პრეზიდენტი გადაწყვეტს და მიიღებს მონაწილეობას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, მე ვარწმუნებ მას და მის ადმინისტრაციას, საზოგადოებას, რომ ეს იქნება გიორგი მარგველაშვილის კიდევ ერთი ფიასკო, რომელსაც საზოგადოება დაინახავს“, განაცხადა მათიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი