მიხეილ ჯანელიძე დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდერს სამუელსენს შეხვდა
23-02-2018, 10:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დანიელ კოლეგას, ანდერს სამუელსენს უმასპინძლა, რომელიც საქართველოს პირველ ოფიციალურ ვიზიტად ეწვია.

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტული საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ქვეყანაში გატარებული რეფორმები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები.

 

 

მიხეილ ჯანელიძემ დადებითად შეაფასა საქართველო-დანიას შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, თავდაცვის, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სამომავლოდ მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალი, რაც გულისხმობს საქართველოს მიმართ დანიის საქმიანი წრეების ინტერესის კიდევ უფრო გაზრდას და ქვეყანაში დანიური ინვესტიციების შემდგომ მოზიდვას.

 

 

ანდერს სამუელსენმა, თავის მხრივ, კვლავ დაადასტურა დანიის სამეფოს ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მან ასევე განაცხადა, რომ დანიური მხარე შემდგომშიც აქტიურად შეუწყობს ხელს საქართველოს ევროპული მისწრაფებების ხორცშესხმას. ამასთან, დანიელმა მინისტრმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით გაწეული აქტიური ძალისხმევა.

 

 

შეხვედრის დასრულების შემდგომ გაიმართა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც ანდერს სამუელსენმა ოფიციალურად წარადგინა „დანიის სამეზობლო პროგრამის“ (DANEP) ახალი, 2017-2021 წლების სტრატეგია, რაც საქართველოსთვის სოლიდურ ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს.

 

 

„აღნიშნული პროგრამა მოემსახურება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და ასევე ჩვენი ეკონომიკის მდგრად განვითარებას. ეს არის 27 მილიონი ევროს ოდენობით დახმარება, რომელიც ამ მიმართულებებით იქნება გამოყოფილი და შესაბამისი ორგანიზაციების და ინსტიტუტების მეშვეობით განხორციელდება კონკრეტული პროექტები. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ ამ პროგრამის შემუშავებისთვის და ამ მხარდაჭერისთვის“, აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

 

 

აღსანიშნავია, რომ დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის ანდერს სამუელსენის ვიზიტს წინ უძღოდა დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, სადაც აღინიშნა, რომ ანდერს სამუელსენის ვიზიტი საქართველოში, უპირველეს ყოვლისა, დანიის მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულებაა, და მისი მიზანია დაეხმაროს საქართველოს, წინ აღუდგეს რუსულ აგრესიას, რათა ქვეყანამ დამოუკიდებლად აირჩიოს საკუთარი მიმართულება და ორიენტაცია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი