ლუქსემბურგმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა
23-02-2018, 12:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლუქსემბურგმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლუქსემბურგის საჰერცოგოს შესაბამისი გადაწყვეტილება ეფუძნება ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოში არსებული გარემოს შესახებ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები შეუფერხებლად მუშაობენ და ადამიანებს არ ემუქრებათ საფუძვლიანი საფრთხე იმისა, რომ წარმოშობის ქვეყანაში (საქართველოში) მოხდება მათი დევნა რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო.

 

 

ლუქსემბურგი ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მეშვიდე სახელმწიფოა, ბელგიის, ნიდერლანდების, საფრანგეთის, ბულგარეთის, ავსტრიისა და ისლანდიის შემდეგ, რომელმაც საქართველო აღიარა უსაფრთხო ქვეყნად.

 

 

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმიგრაციის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შედეგად საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განსახილველად გამოყენებული იქნება დაჩქარებული პროცედურა, რაც განაცხადის განხილვის ჩვეულებრივ ვადას სამჯერ ამცირებს. კერძოდ საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთთათვის 2018 წლის 29 იანვრიდან ამოქმედდა სწრაფი პროცედურა, რომლის მიხედვითაც თავშესაფრის მთხოვნელს ინტერვიუზე იწვევენ თავშესაფრის მოთხოვნიდან ოთხის დღის შემდეგ, ხოლო თავშესაფრის მოთხოვნაზე პასუხს აძლევენ ინტერვიუდან 6 დღეში. შესაბამისად ლუქსემბრუგში საქართელოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განხილვის ვადა ექვსი თვიდან შემცირდა ათ დღემდე. მსგავსი სახის დაჩქარებული პროცედურა მოქმედებს ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან თავშესაფრის მთხოვნელთა მიმართაც.

 

 

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ლუქსემბურგმა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი