დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილს: შთამბეჭდავია თქვენს მიერ განხორციელებული რეფორმები და წარმატება, რომელსაც მიაღწიეთ
23-02-2018, 16:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შთამბეჭდავია თქვენს მიერ განხორციელებული რეფორმები და წარმატება, რომელსაც მიაღწიეთ, ამის შესახებ დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდერს სამუელსენმა საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა.

 

 

ანდერს სამუელსენის შეფასებით, საქართველო დანიის სამეფოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელსაც დანია ყოველთვის მხარს დაუჭერს.

 

 

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) ახალი, 2017-2021 წლების სტრატეგიის შესახებ, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 27 მილიონი ევრო გამოეყოფა. საქართველოს მხარდაჭერის პროგრამა, ძირითადად, მოიცავს ორ თემატურ მიმართულებას - ადამიანის უფლებები და დემოკრატიული განვითარება; მდგრადი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და გაძლიერება.

 

 

პრემიერ მინისტრმა დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს მხარდამჭერი პროგრამისა და ქვეყნის ევროატლანტიკური დღის წესრიგის განხორციელების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე, საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე და საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის მოწინავე პოზიციებზე.

 

 

მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.

 

 

პრემიერმა დანიის მხარეს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაში ჩართულობისთვის, რომელიც ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმს წარმოადგენს და ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადგილზე მშვიდობის შენარჩუნებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი