პრეზიდენტი პარლამენტს „გირგვლიანის შესწორებების“ მიღებისა და იუსტიციის საბჭოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე მორატორიუმის გამოცხადებისაკენ მოუწოდებს
23-02-2018, 19:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს „გირგვლიანის შესწორებების“ მიღებისა და იუსტიციის საბჭოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე მორატორიუმის გამოცხადებისაკენ მოუწოდებს. განცხადება ამის შესახებ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

 


„პირველ რიგში, მინდა მოვუწოდო საქართველოს პარლამენტს, რომ მიიღოს გირგვლიანის შესწორებები", რომელზეც მე სრული მხარდაჭერა გამოვხატე და რომლის თაობაზეც აქტიურ მსჯელობას ველი უკვე ბოლო, ერთი თვეა. შესწორებები, რომლის შემადგენელი ნაწილი აუცილებლად უნდა იყოს სისტემის გაჯანსაღება იმ ადამიანებისგან, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ბევრ სირთულესთან მიმართებაში.

 


შესწორებების ეს ინიციატივა არ უნდა დავივიწყოთ და უახლოეს მომავალში უნდა ამოქმედდეს. ვერ დაივიწყებს საქართველოს საზოგადოება უკვე მერამდენედ, ამ ინიციატივას.

 


და მეორე, მინდა მოუწოდო იუსტიციის საბჭოს, რომ სანამ ეს შესწორებები არ იქნება პარლამენტის მიერ მიღებული კანონად, უვადო დანიშვნაზე განახორციელოს მორატორიუმი.

 


მე არ ვამბობ, რომ ამ ორი მოწოდებით ჩვენ რეალურად გადავწყვეტთ პრობლემას, მაგრამ დრამატულ პროცესებს შევაჩერებთ.

 


ის, რომ ქართულ სასამართლოს სჭირდება გაძლიერება და გაჯანსაღება ამის თაობაზე ბოლო სამი წლის განმავლობაში ვაკეთებ განცხადებებს.

 


დღეს მინდა გითხრათ, რომ ეს გეგმა ნაწილობრივ მაინც შეაჩერებს იმ სირთულეებს, რასაც ჩვენ ვხედავთ სასამართლო სისტემაში“, აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა, როგორც ამას პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი