ჩრდილოეთ კორეას „ძალიან დიდი სურვილი“ აქვს მოლაპარაკებები გამართოს შეერთებულ შტატებთან. ინფორმაციას სამხრეთ კორეაზე დაყრდნობით BBC ავრცელებს, რომლის ცნობითაც, აღნიშნულის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მაღალი რანგის ჩრდილო კორეელი გენერალი კიმ ჩენ ჩოლი ზამთრის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიის გამართვამდე სამხრეთ კორეის პრეზიდენტს მუნ ჟე ინს შეხვდა.
გენერალი შეხვედრის შემდეგ ცერემონიასაც დაესწრო, რომელზეც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკაც იმყოფებოდა, მაგრამ შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა ჩრდილოეთ კორეის დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გამორიცხეს.
გენერალ კიმს ოფიციალური სეული ბრალს სდებდა იმაში, რომ იგი 2010 წელს სამხრეთ კორეულ სამხედრო გემზე თავდასხმის უკან იდგა, რამაც 46 სამხრეთ კორეელი მეზღვაურის სიკვდილი გამოიწვია.
იგი სამხრეთ კორეაში პროტესტის ფონზე ჩავიდა. მისი ქვეყანაში ვიზიტის დაბლოკვას გარდაცვლილი მეზღვაურების ოჯახების წევრები და კონსერვატორი პარლამენტარები ცდილობდნენ, მაგრამ სამხრეთ კორეის მთავრობა მიესალმა ოდიოზური გენერლის სტუმრობას.
პრეზიდენტ მუნის ოფისის თანახმად, გენერალმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეა „ძალიან არის მოწადინებული“ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების გამართვით.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფხეინიანი „დათანხმდა, რომ ჩრდილო და სამხრეთ კორეას შორის მოლაპარაკებები და ჩრდილოეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ერთად უნდა გაუმჯობესდეს“.
ოფიციალურ ფხენიანს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, მაგრამ მას ხშირად განუცხადებია, რომ ვაშინგტონთან მოლაპარაკებების სურვილი გააჩნია, თუმცა ყოველგავრი წინაპირობების გარეშე.
ბოლო პერიოდში კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკასა და სამხრეთ კორეას შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარების ტენდენცია შეიმჩნევა და ორ მტრულად განწყობილ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები ზამთრის ოლიმპიურმა თამაშებმა გაალღო, რომელზეც ორი ქვეყნის სპორტსმენები ერთი დროშით გამოვიდნენ და რომლის გახსნის ცერემონიასაც კიმ ჩენ ინის გავლენიანი და კიმ იო ჩენი და ასევე, ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფოს ცერემონიული ლიდერი კიმ ჩენ ნამი დელეგეციის წევრებთან ერთად დაესწრნენ, რის შემდეგაც ფხენიანის მაღალი რანგის სტუმრები კიმ ჩენ ინის დის ხელმძღვანელობით, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა თავის სასახლეში სამი საათის განმავლობაში, თბილ ატმოსფეროში მიიღო - ნაბიჯი, რომელიც აშშ-ისთვის, რომლის სამხრეთ კორეაში მყოფმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ფხენიანის წარმომადგენლებთან შეხვედრისაგან თავი შორს დაიჭირა, არც ისე სასიამოვნო აღმოჩნდა.
ჩრდილოეთ კორეის უმაღლესი რანგის დელეგაციის სამხრეთიდან დაბრუნების შემდეგ, კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეა მისი „შთამბეჭდავი“ მასპინძლობისათვის შეაქო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.