მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს ჟენევის ოფისის დირექტორს შეხვდა
28-02-2018, 10:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვიცე პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერო-ს ჟენევის ოფისის დირექტორთან მიხაილ მოლერთან შეხვედრა გამართა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის დროს ხაზი გაესვა გაერო-ს ჟენევის ოფისთან საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას.

 

 

„შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება. მინისტრმა გაერო-ს ოფისის დირექტორს ინფორმაცია მიაწოდა არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებასა და საქართველოს მოქალაქეების გატაცების საკითხზე, ხაზი გაესვა მსგავს ფაქტებზე საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო რეაგირების მნიშვნელობას.



შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების საკითხზე. ამ მხრივ, აღინიშნა საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მიმართულებით, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე მე-16 მიზნის პოპულარიზაციის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას.


ჟენევის ოფისის ხელმძღვანელმა აღნიშნა,რომ ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისთვის საინტერესო და სასარგებლო იქნება ამ მხრივ საქართველოს გამოცდილების გაზიარება.



ყურადღება დაეთმო ღია მმართველობის ინიციატივაში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს და OGP-ის გლობალური სამიტის მოსამზადებელ საკითხებს, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში საქართველოში გაიმარება.



მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს ჟენევის ოფისის დირექტორი საქართველოში მიიწვია", აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი