მიხეილ ჯანელიძემ ჟენევაში ვიზიტისას ორმხრივი შეხვედრები გამართა
28-02-2018, 10:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი სეგმენტის სესიის ფარგლებში საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ კოლეგა მინისტრებთან და სხვადასხვა სახელმწიფოს დელეგაციის ხელმძღვანელებთან შეხვედრები გამართა.

 

 

ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვდა ავღანეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს აბდულა აბდულას. შეხვედრაზე მხარეების მიესალმნენ საქართველოსა და ავღანეთს შორის ჩამოყალიბებულ პარტნიორულ ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კარგ პრაქტიკას.



ავღანეთის მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელგამოხატა მადლობა ნატოს სამშვიდობო ოპერაციაში საქართველოს მნიშვნელოვანი ჩართულობისთვის და ხაზი გაუსვა ქართველი სამხედროების განსაკუთრებულ სიმამაცეს.

 


მიხეილ ჯანელიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მზაობა კვლავაც გააგრძელოს კონტრიბუცია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და წვლილი შეიტანოს ავღანეთის შემდგომ ინსტიტუციურ განვითარებაში საქართველოს რეფორმებისა და გამოცდილების გაზიარების გზით.



მხარეებმა მიმოიხილეს ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები, განსაკუთრებით ხაზი გაესვა კასპიის ენერგო რესურსების ტრანზიტის პროცესში ორი ქვეყნის აქტიურ თანამშრომლობას.



ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ ასევე შეხვედრა გამართა უნგრელ კოლეგასთან პიტერ სიიარტოსთან. მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, კიდევ ერთხელ გამოიხატა ურთიერთმხარდაჭერა სხვადსახვა საერთაშორისო ფორმატებში ორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზე.



საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე შეხვდა სენეგალის საგარეო საქმეთა მინისტრს სადიკა კაბას, მაროკოს სახელმწიფო მინისტრს ადამიანის უფლებების საკითხებში მოსტაფა რამიდს და აფრიკის კავშირის კომისარს მინატა სამატე ცეზოუმას.



შეხვედრებზე ხაზი გაესვა საქართველოს მხრიდან დაინტერესებას განავითაროს თანამშრომლობა აფრიკის ქვეყნებთან. საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების შესაძლებლობებს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის განათლებისა ჯანდაცვის მიმართულებით. გამოიხატა კარგი მმართველობისა და სახელმწიფო სერვისების სფეროში, ისევე როგორც დემოკრატიული რეფორმებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოს პროგრესის და გამოცდილების გაზიარების სურვილი.



საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა 25-27 თებერვალს მონაწილეობა მიიღო გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი დონის სეგმენტში, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები გამართა როგორც კოლეგა მინისტრებთან, ასევე გაერო-ს გენერალურ მდივანთან და გაეროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან. ​

 

 

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი