გიორგი მარგველაშვილი: უნდა ვიყოთ შეუპოვარნი და არ ვიყოთ იმედგაცრუებულნი იმ დაღლილობით, რომელიც ზოგჯერ ევროპაში და ჩვენს მოკავშირეებში შეინიშნება გაფართოების მხრივ
28-02-2018, 16:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვუყურებთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაგალითს და ვხედავთ, რომ უნდა ვიყოთ შეუპოვარნი, დავრჩეთ ჩვენი მორალის ერთგულნი და არ ვიყოთ იმედგაცრუებულნი იმ დაღლილობით, რომელიც ზოგჯერ ევროპაში და ზოგჯერ ჩვენს მოკავშირეებში შეინიშნება გაფართოების მხრივ, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა „ლიტვის საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში გააკეთა.

 

 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნატო-მ განაცხადა, რომ საქართველო გახდებოდა ალიანსის წევრი. ათი წლის შემდეგ კი მას კვლავ არ მიუღია წევრობის სამოქმედო გეგმა. რას ფიქრობთ, გაერთიანდება კი როდესმე საქართველო ალიანსში, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ამ მიმართულებით ნატო-ს მხრიდან დიდი ძალისხმევა იგრძნობა.

 

 

„ამ ათი წლის განმავლობაში ეს ძალისხმევა არაერთხელ გაჟღერებულა ყველა სამიტზე. ჩვენ შორის ძალიან ძლიერი თანამშრომლობაა, რადგან ჩვენი მამაკაცები და ქალები სამხედრო ფორმაში მხარდამხარ იბრძვიან ბრძოლის ველზე.

 


საქართველო სულ უფრო უახლოვდება ნატო-ს და ნატო სულ უფრო და უფრო აქტიური ხდება საქართველოს მიწაზე. დიახ, ჩვენ მოხარულნი ვიქნებოდით, რომ ნატო უფრო აქტიური ყოფილიყო და მეტი ნაბიჯი გადაედგა ამ მიმართულებით", აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც ჟურნალისტის მორიგ შეკითხვას „ევროპულ დაღლილობასთან" და ევროკავშირის მიერ ღია კარის პოლიტიკის დაპირებებისგან შესაძლო უკანდახევასთან დაკავშირებით შემდეგნაირად უპასუხა:

 

 

„ჩვენ ვართ აღმოსავლეთ პარტნიორობის საზოგადოებაში ლიდერი ქვეყანა, ჩვენ ევროატლანტიკურ პარტნიორობას და ევროკავშირსა და ნატო-ში ჩართულობას არ ვხედავთ როგორც ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტს, არამედ როგორც ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარების საბოლოოდ მიზანს.

 


ვფიქრობ, რომ ზოგიერთ ევროპულ დედაქალაქში ზარმა უკვე დარეკა. მიმაჩნია, რომ ევროკავშირი უფრო მეტს გაიგებს საქართველოს რეალური გარემოს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა და ამ პროცესში რუსეთის როლის შესახებ".

 

 

შეკითხვაზე, ბოლო წლებში საქართველო, თითქოს, კვლავ უახლოვდება რუსეთს. შესაძლოა, რომ ეს დასავლეთისადმი იმედგაცრუებით არის განპირობებული, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა:

 

 

„ვერ ვიტყოდი, რომ ოდესმე ჩვენ შორის დაძაბულობამ იკლო ისეთ საკითხებზე როგორებიცაა: ეროვნული იდენტობა, ქვეყნის სუვერენიტეტი, მომავალი პოლიტიკური ბედი და არჩევანის თავისუფლება. ეს არ მომხდარა. ნება მომეცით დაგარწმუნოთ, რომ ქართული საზოგადოება ძალიან კარგად არის ინფორმირებული, ამ რამდენიმე წლის განმავლობაში, მიღწეული პროგრესის შესახებ - ვგულისხმობ ასოცირების ხელშეკრულებას, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ნატო-სთან არსებით პაკეტს, ნატო-სთან დაახლოების მექანიზმებს და სხვა მიღწევებს.

 


საქართველოში თითოეულ ჩვენთაგანს, პოლიტიკოსსა, თუ ჩვეულებრივ მოქალაქეს, სურს ევროკავშირის და ნატო-ს, უფრო აქტიური ნაბიჯები საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ ჩვენს დამოკიდებულებაზე ამ პროცესის ტემპს გავლენა არ აქვს. ჩვენ იმ მიმართულების და არჩევანის ერთგულნი ვრჩებით, რომელიც დასახულია არა ჩემს, ან ჩემი წინამორბედების მიერ, არამედ საუკუნეების წინ ქართველი ხალხის მიერ".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი