„უდიდესი ალბათობა არსებობს იმისა, რომ მოხდეს სისხლისღვრა“ - ნიკა მელია ბორჯომის მოვლენებზე მთელ პასუხისმგებლობას კვირიკაშვილს და ივანიშვილს აკისრებს
28-02-2018, 22:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბორჯომის საკრებულოში ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მძაფრი, ხელჩართული ჩხუბის შემდეგ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, რომელსაც ბორჯომის მერიის თანამშრომლები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, აცხადებს, რომ „ნებისმიერი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერისთვისაც ბორჯომის საკრებულოში უნდა იყოს ნათელი, რომ ეს ხელისუფლება, „ქართული ოცნება“ არის მხოლოდ და მხოლოდ ძალადობისა და აგრესიის პერსონიფიკაცია“.

 


მან „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში ბორჯომიდან ჩართვისას ცოტა ხნის წინ თქვა, რომ „ქართული ოცნების 700-ამდე აქტივისტს, ზონდერებს ჰყავთ გამომწყვდეული დეპუტატები ბორჯომის საკრებულოში ოპოზიციური პარტიებიდან, რომლებსაც აქვთ ამ საკრებულოში უმრავლესობა“ და „უკვე 9 საათის განმავლობაში ისინი არიან გამოკეტილნი“ და მელიას განცხადებით, ეს უკავშირდება იმას, რომ სადღეისოდ „ბორჯომის მერს აქვს ხელფასი 2 650 ლარი და ითხოვს 3 500 ლარს, ბორჯომის მერის მოადგილეს აქვს 2 000 ლარი ხელფასი და ითხოვს 2 600 ლარს და სამსახურის უფროსებს აქვთ ხელფასი 1 550 ლარი და ითხოვენ 2 000 ლარს. ეს მაშინ, როდესაც მთელი საქართველო არის შიმშილის პირას; ეს მაშინ, როდესაც ყოველი მეექვსე მოქალაქე ქვეყანაში იკვებება ვალით ჩვენ ქვეყანაში და შიმშილობს, ყველა კვლევა ამას აჩვენებს, ნახევარი ბორჯომი შიმშილობს მათ შორის“.

 


მელიამ აღნიშნა, რომ მმართველმა პარტიამ და სუს-მა ბორჯომის საკრებულო ხელების გადაგრეხვის მიუხედავად ვერ აიძულა მიეღოთ ის საშტატო ნუსხა, რაც ქართულ ოცნებას უნდოდა, რის გამოც „გადმოვიდნენ პირდაპირ იერიშზე, ძალადობაზე... მათ, ამ ზონდერებს ტყვეობაში ჰყავთ აყვანილი ორი „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრი და მათ შორის სხვა ოპოზიციური პარტიების წევრები და მზად ვარ მოძალადეებს შევაკვდე.

 


„მინდა ახლა ბატონი კვირიკაშვილის და ივანიშვილის გასაგონად ვთქვა, რომ მთელი პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ, რამდენიმე წუთში აი ამ საკრებულოს სხდომათა დარბაზს დავტოვებ და გავალ იქ, სადაც ზონდერები არიან და მთელი პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ“, აღნიშნა მელიამ და დაამატა, რომ „ქართულ ოცნებას“ გარეთ მობილიზებული ჰყავს ზონდერები, მაგრამ „მათ თუ ჰგონიათ, რომ ან მუშტით, ან თოხით, ან ბარით, ან ნაჯახით ან მე ან ჩემს მეგობრებს გაგვაჩერებენ, ძალიან ცდებიან, ტყვია გავგვაჩერებს მხოლოდ. ეს არის სამარცხვინო ლაქა საქართველოს თვითმმართველობის ისტორიაში კი არა, არ ახსოვს არავის მსგავსი იმისა, რაც აქ ხდება. ნუთუ არ იცის მთელი 9 საათის განმავლობაში, რა ხდება აქ, პრემიერმა კვირიკაშვილმა?“, იკითხა მელიამ და დაამატა, რომ თავს იკავებს სხდომათა დარბაზიდან გარეთ გასვლისაგან, რადგან „უდიდესი ალბათობა არსებობს იმისა, რომ მოხდეს სისხლისღვრა“.

 

კომენტარები: 2
#2  amiran
      
ყველაფერს მართალს ამბობს მელია,ნაციონალი რომ არ იყოს ბევრი დაუდგებოდა გვერდით ისეთი ძლიერი ლიდერია.
28 თებერვალი 2018 23:29
#1  გოჩა
      
ნიკა მართალი, ძლიერი და მაგარი კაცი ხარ.
28 თებერვალი 2018 13:54
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი