ნიკა მელია: ბორჯომში ოპოზიციურ ძალებს ემუქრებათ სერიოზული საფრთხე, ფიზიკური განადგურებისაც კი
01-03-2018, 12:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუშინ მომხდარ დაპირისპირებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. როგორც ნიკა მელიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მომხდარზე პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება.

 


მისი თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება" ხვალიდან ბორჯომში ბოიკოტის რეჟიმზე გადადის.

 

 

მისივე განცხადებით, „მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური ძალები არიან უმრავლესობაში, მათ ემუქრებათ სერიოზული საფრთხე ფიზიკური განადგურებისაც კი".

 

 

მელიამ პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო სექტორსა და სახალხო დამცველს გაერთიანებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამ გამოწვევასთან გამკლავება ერთობლივი ძალებით უნდა მოხდეს.

 

 

„ბორჯომში თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მმართველმა გუნდმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" ბოიკოტი გამოუცხადა ხალხის არჩევანს, საკუთარ ქალაქს და დემოკრატიულად არჩეულ საკრებულოს. მთელი სამი თვის განმავლობაში, ანუ დღიდან ახალი ფორმირებული საკრებულოსი, „ქართული ოცნება" არის ბოიკოტირების რეჟიმში და იგი არ დასწრებია საკრებულოს არც ერთ სხდომას. და მეტიც, არათუ არ დასწრებია, მთელი სამი თვის განმავლობაში, ისინი ყველა უღირსი მეთოდით ცდილობდნენ საკრებულოს საქმიანობის ბლოკირებას. ერთადერთი და ჯერჯერობით პირველი მთელი სამი თვის განმავლობაში საკრებულოს სხდომა, რომელზეც დასწრების სურვილი გამოთქვა „ქართული ოცნების" ბორჯომის დეპუტაციამ, გახლავთ გუშინდელი საკრებულოს სხდომა და ისიც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იხილებოდა საკითხი მათთვის ხელფასების მატების თაობაზე. და თქვენ ნახეთ როგორ გამოცხადდნენ ისინი ამ საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნების" აქტივისტებთან ერთად, მათ მეგობარ-ნათესავებთან ერთად, რომლებიც ჰყავთ დასაქმებული სხვადასხვა აიპებსა და სიპებში და მოაწყვეს ის ძალადობა, განახორციელეს ის დარბევა, რომელიც იხილა მთელმა საზოგადოებამ. გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას" არათუ არ აინტერესებს, არც კი ფიქრობს და არც უშვებს ხალხის საჭიროებებზე ზრუნვას. მათ არ აინტერესებთ სოციალური პროექტების განხორციელება ბორჯომში; არ აინტერესებთ მაგალითად გადამწვარი ბორჯომის ტყის აღდგენა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბორჯომში. ერთადერთი რაც მათ აინტერესებთ, ეს არის ხელფასების მატება ხალხის ხარჯზე. ერთადერთი რაც მათ აინტერესებთ, ეს არის კლანური კეთილდღეობა - ეს გუშინ ყველამ ჩვენ ვიხილეთ, ყველამ განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა.

 

 

მე იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნების" საღად მოაზროვნე მცირედი ნაწილი მაინც გუშინ ჩაფიქრდებოდა და დარწმუნდებოდა, რომ თქვენთვისაც კი, ძვირფასო „ქართული ოცნების" ამომრჩეველო, თქვენთვისაც კი არ არის ეს ხელისუფლება მზად რამე სასიკეთო გააკეთოს. ჩვენი ინფორმაციით, ბორჯომში „ქართული ოცნება" ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, აპირებს პოლიტიკურ ბოიკოტს. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნება" აპირებს მოუწყოს ობსტრუქცია ბორჯომს და ბორჯომელებს და სტუმრებს ამ ქალაქისა და გავიდნენ გაფიცვაზე - არ გამოიყვანონ არც ერთი მუნიციპალური ავტობუსი, არ ამუშაონ დასუფთავების სამსახური და საბავშვო ბაღები - ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ გუშინ ვერ მიაღწიეს საწადელს, ვერ მიაღწიეს მათთვის ხელფასების გაზრდას. გუშინ იყო რეალურად თავდასხმა დემოკრატიულად არჩეულ საკრებულოზე და საკრებულოს წევრებზე, რასაც ძალიან უარყოფითი შედეგები მოჰყვება ზოგადად თვითმმართველობისთვის და საარჩევნო დემოკრატიისთვის. ამიტომ, მე მივმართავ თხოვნით და მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, ყველანი უნდა გავერთიანდეთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევის გარშემო ადგილობრივი ძალებით ბორჯომში. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური ძალები არიან უმრავლესობაში, მათ ემუქრებათ სერიოზული საფრთხე ფიზიკური განადგურებისაც კი, რაც გუშინ ვიხილეთ. ამიტომ, გვერდში დავუდგეთ ერთადერთ მუნიციპალიტეტის, თვითმმართველობას, სადაც „ქართულმა ოცნებამ" ვერ მოიპოვა გამარჯვება, მაგრამ ჩაიდინა ის ძალადობა, რასაც ადგილი ჰქონდა გუშინ", განაცხადა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი