მექსიკელი რეჟისორის, გილმერო დელ ტოროს ფილმმა „წყლის ფორმა“ „წლის საუკეთესო ფილმის“ კატეგორიაში კინოაკადემია „ოსკარის“ 90-ე დაჯილდოვების ცერემონიაზე მთავარი პრიზი მოიპოვა.
„წყლის ფორმა“ - ეს არის ისტორია სიყვარულზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალსა და ამფიბია მონსტრს შორის, რომელიც საიდუმლო ამერიკულ ლაბორატორიაში არის გამოზრდილი. მოქმედება 1960-იან წლებში ხდება. ნომინაციების რაოდენობით კინოსურათი ლიდერი გახდა. მას 13 კატეგორიაში მიენიჭა პრიზები.
ამის გარდა ფილმმა კიდევ სამი „ოსკარი“ მიიღო - საუკეთესო რეჟისურისათვის, ორიგინალური მუსიკალური გაფორმებისა და დამდგმელი მხატვრების ნამუშევრისათვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.